| ავტორი: ბუდულა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 დეკემბერი, 2013 |
გაგიკვირდებათ, რა მეასე აუტყდა ამ შუაღამეზეო...
ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ და რას გამოვაქვეყნებდი მეასედ. მინდოდა რომ რაღაც განსაკუთრებული ყოფილიყო, შთამბეჭდავი და საინტერესო ... არის კიდევაც ... მაგრამ არა ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენდი... როგორ მიყვარს იუბილეები და რიცხვები, რომლებსაც აქვს რაღაც დატვირთვა...
საკრალური რიცხვებიც მიყვარს, ჩემეულ დატვირთვას რომ ვანიჭებ ხოლმე და საიუბილეო თარიღებიც, მაგრამ ახლა საიუბილეოდ ვერაფერს დავწერ.
ყოველთვის ყველაფერს ვწერდი, რაც მაწუხებდა ანდა მიხაროდა. ამას მივეჩვიე. ჩემი ნაფიქრი ადრე ასე ხმამაღლა არასდროს გამომიფენია ...ვწერდი, როგორ მიყვარდა, ანდა ვუყვარდი. როგორ მტკიოდა ანდა მღალატობდნენ...რომ ერთგულება ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობაა და მასზე ცრემლებით მე კლავიატურას ხშირად ვასველებდი... ვწერდი, მაწერინებდა ვირტუალური მეგობრების უანგარო თანადგომა და მხარდაჭერა.
მაგრამ, ის რაც იწყება, კიდევაც მთავრდება.
დროთა განმავლობაში ყველაფერი მთავრდება... ამიტომ ამ საიტისადმი ჩემი სიყვარული დამთავრდა.
ეგ რა დასაწერიაო? გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია... ყველაფერი დაიწყო უსიამოვნებით და დამთავრდა უსიამოვნებით (ნუ შიგადაშიგ იყო სასიამოვნო დღეებიც)
ვერ ვეგუები ჩხუბს და უპატივცემულობას საიტის წევრებს შორის ... მაკვირვებს ყოველი თავდასხმა და უმართებულო კრიტიკა, ნამდვილი ვირტუალური ომი. მაშფოთებს ისეთი კომენტარი, რომელიც პირად შეურაცხყოფაში გადადის...
აღარაფერი მაქვს დასაწერი. რაზე დავწერო? შუგარინგით გადატკეცილი გოგოები ფოტოების ხათრით ქულებს რომ იღებენ , თვითონ კი მწარედ იკბინებიან , იმათზე დავწერო აბა? ბევრი კარგი ავტორი, რჩეული რომ ვერ გახდება, თუ სანაცნობო არ შემოიკრიბა, იმაზე დავწერო? საიტზე რომ სიყალბეა , იმაზე? იმავე მიზეზით, საინტერესო ავტორებს აქ შემოსვლა რომ აღარ უყვართ, იმაზე?
საიტზე მიღებული წყენა ქუჩაში რომ ინაცვლებს, ვერც იმას დავწერ.
ჩვენზე და საქართველოზე ცუდი აზრი რომ უყალიბდებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს , ვერც იმაზე...
ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ამ საიტზე რომ გავიცანი, აბა იმაზე? (ამაზე უკვე ბევრჯერ დავწერე )
მე დავამთავრე...უკვე ასის ვარ...ახლა თქვენი დრო იყოს.
მინაწერის მაგიერ:
100 ჯადოსნური რიცხვია, იგივე პირველია , მხოლოდ ორი ნულით :)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ყოჩაღ ბუდულა +++ ყოჩაღ ბუდულა +++
13. 5555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555
11. მარი, რა ფაქიზი სულიერება გაქვს!!!!!!!!!!!! :) 5 მარი, რა ფაქიზი სულიერება გაქვს!!!!!!!!!!!! :) 5
10. გილოცავ! 100 თავფურცელი მომელოცოს და მერე კიდე ასს გისურვებ. :* :) გილოცავ! 100 თავფურცელი მომელოცოს და მერე კიდე ასს გისურვებ. :* :)
9. მწამს, მჯერა, ამ საიტის სიყვარული უკან მოგაბრუნებს. ჩემთვის არანაირი საკრალური რიცხვი არ არსებობს,
მილიონ იუბილეობა მომელოცოს.
მწამს, მჯერა, ამ საიტის სიყვარული უკან მოგაბრუნებს. ჩემთვის არანაირი საკრალური რიცხვი არ არსებობს,
მილიონ იუბილეობა მომელოცოს.
8. ეს ყველფერი მართალია, მაგრამ ბევრი კარგი ავტორი და ადამიანი მაინც ხომ შემორჩა საიტს? ათვლა დაიწყეთ თავიდან და... :) ეს ყველფერი მართალია, მაგრამ ბევრი კარგი ავტორი და ადამიანი მაინც ხომ შემორჩა საიტს? ათვლა დაიწყეთ თავიდან და... :)
7. ჰო... პირად შეურაცხყოფაზე გადასვლა კი ეხერხებათ, მაგრამ ამით მარტო თავის თავს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, ამას ვერ ხვდებიან. :) ჰო... პირად შეურაცხყოფაზე გადასვლა კი ეხერხებათ, მაგრამ ამით მარტო თავის თავს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, ამას ვერ ხვდებიან. :)
6. ოხ მარი, მარი, როგორ მიშლი ხოლმე ნერვებს :D :* ოხ მარი, მარი, როგორ მიშლი ხოლმე ნერვებს :D :*
5. 100 ჯადოსნური რიცხვია, იგივე პირველია , მხოლოდ ორი ნულით :) მოაშორე ნულები და ეს იყოს პირველი.:) 100 ჯადოსნური რიცხვია, იგივე პირველია , მხოლოდ ორი ნულით :) მოაშორე ნულები და ეს იყოს პირველი.:)
4. ეს ცხოვრებაა . ნუ იდარდებ ! ეს ცხოვრებაა . ნუ იდარდებ !
3.
მდაააა. ეს არ მომეწონა
მდაააა. ეს არ მომეწონა
2. ეს მეასე მაინც განსხვავებული გამოგივიდა მარი, როგორც მურმან ლებანიძემ თქვა: "იცხოვრე და ცხოვრება წერე", ცხოვრებას კი ახლავს ცუდიც და კარგიც, რას ვიზამთ.
შემთხვევითლიტერატორი_მე ეს მეასე მაინც განსხვავებული გამოგივიდა მარი, როგორც მურმან ლებანიძემ თქვა: "იცხოვრე და ცხოვრება წერე", ცხოვრებას კი ახლავს ცუდიც და კარგიც, რას ვიზამთ.
შემთხვევითლიტერატორი_მე
1. და ბოლოს როცა ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ გავიხსენებთ არა მტრის სიტყვებს, არამედ მეგობრის დუმილს...
ალია იზეთბეგოვიჩ და ბოლოს როცა ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ გავიხსენებთ არა მტრის სიტყვებს, არამედ მეგობრის დუმილს...
ალია იზეთბეგოვიჩ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|