| ავტორი: ტერეზა ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2013 |
წასვლაზე უფრო დემარშს გავს ჩემი გამგზავრება. თითქოს დემონსტრაციულად ვტოვებ ამ იდიოტურ გარემოებას, არადა ვის რას ვემართლები ნეტავი ან რას ვაპროტესტებ?! ალბათ უფრო საკუთარ უსუსურობას გამოვუტანე განაჩენი. ხალხურ სიბრძნეს ჩავებღაუჭე, იქნება და „თვალი თვალს რომ მოშორდება....“ მეშველოსთქო რამე, ან კიდევ „დრო ყველაფრის მკურნალიაო“, მაგრამ ხალხური სიბრძნე რას მიშველის როცა საკუთარი თავისგან ვერსად წავსულვარ... „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“... ... საშლელი მჭირდება, ისეთი საშლელი მეხსიერებიდან რომ ამომიშლის მოგონებებს... ... არადა ჩემი სიფრთხილის ჩიტმა დიდი ხნის წინ დაიწყო კედლის შენება გულის გარშემო. მეც არ დამიშურებია აგური და ტალახი... ორმაგი გალავანი შემოვარტყი ყველაზე სათუთ ციხესიმაგრეს, მაგრამ “ციხე შიგნიდან ტყდებაო” ხომ გაგიგია... გატყდა და მერე როგორ?! „მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც უარესიაო“... არ მიფიქრია ეს გრძნობა სამტროდ თუ იყო მოსული და არც ვცდილვარ ციხე–გალავნის დაცვას ისე შემოვიყვანე ჩემს სამფლობელოში. არც ერთი ჯარისკაცი არ დამიყენებია სადარაჯოზე, რომ დაეცვა გული შესაძლო იერიშებისაგან. სწორედ ასე, ეშმაკურად შემოპარულია მუხთალი, თორემ მტერი რომ საბრძოლველად გამოგიხმობს მაგაში არაფერია გასაკვირი. რაიმე სტრატეგიას შეიმუშავებ და ეცდები თავის დაცვას. მოკლედ „რაც მოგივა დავითაო“... დავივიწყე, რომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“... მე კი ამტკივდა თავი... თანაც როგორ?! აბა ექიმებიო, აბა წამლებიო. ტესტიც კი შევავსე: – გიფიქრიათ თუ არა თვითმკვლელობაზე? – დაკარგეთ თუ არა ინტერესი სექსის მიმართ? – გგონიათ თუ არა რომ უწინდებურად მომხიბვლავი არ ხართ? – გჭირდებათ თუ არა ძალისხმევა სამუშაოს შესასრულებლად?.... და. ა. შ. დიაგნოზი : დეპრესია ...
„ორ რამეს არა აქვსო დასასრული „ –უთქვამს ერთ ჭკვიან კაცს – „ვარსკვლავებიან ცას ჩემს თავს ზემოთ და ადამიანურ სისულელესო“. ჩემს სისულელესაც არ ქონდა დასასრული. ხომ უნდა დამედასტურებინა კიდევ ერთი ხალხური სიბრძნე, რომ „გამეორება ცოდნის დედაა“ ?! მეც განვმეორდი და განა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ? შერიგება–დაშორების მრავალრიცხოვანი სერია გამოვიარე, სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეზე და ფსიქოპათიური სინდრომებით. სამაგიეროდ შემდეგ ჩემსავით გულგატეხილ ადამიანებს ასე თანავუგრძნობდი: – ო, როგორ მესმის შენი... ვიცი, ყველაფერი ვიცი და მარტო ერთხელ ვიცი? “რვაჯერ” ვიცითქო...
*** დავიღალე...
*** უცხოეთში გამგზავრებამ იმედი ჩამისახა... ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა მიკროსამყაროში ჩემს ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები გამოჩნდეს ვიდრე არის გამუდმებული ფიქრი საკუთარ შეცდომებზე და ვერგანხორციელებულ ზავზე ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის.
*** ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლობედია...
მიუნხენი (გერმ. München, ბავარ. Minga) — ბავარიის თავისუფალი მხრის დედაქალაქი. 1,35 მილიონი მაცხოვრებლით მიუნხენი ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მიუნხენს გააჩნია თვითმმართველი თავისუფალი ქალაქის სტატუსი და წარმოადგენს ზემო ბავარიის ადმინისტრაციულ ცენტრს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ადამიანი შეცდომების აღუვსებელი საწყაურია, მაგრამ დრო, , გარემოება, სიტუაცია ადამიანის თვისებებს ცვლის სასიკეთოდ და იმედს ნუ დაკარგავ. ადამიანი შეცდომების აღუვსებელი საწყაურია, მაგრამ დრო, , გარემოება, სიტუაცია ადამიანის თვისებებს ცვლის სასიკეთოდ და იმედს ნუ დაკარგავ.
4. კარგი ნაწერია. არ გეწყინოთ, სათაური არ მომეწონა. "თქვენც მიხურავთ სარკმლებს ხვნეშით" მეზედმეტა. მე ასე დავტოვებდი-"მე წავალ მალე. . ." წარმატებები! კარგი ნაწერია. არ გეწყინოთ, სათაური არ მომეწონა. "თქვენც მიხურავთ სარკმლებს ხვნეშით" მეზედმეტა. მე ასე დავტოვებდი-"მე წავალ მალე. . ." წარმატებები!
3. უი ხო, მართალია... არ დავაკვირდი როგორც ჩანს... უი ხო, მართალია... არ დავაკვირდი როგორც ჩანს...
2. ეს პოეზია არ არის ეტყობა ჟანრი შეგეშლა...და როგორც პროზა კარგია ++ ეს პოეზია არ არის ეტყობა ჟანრი შეგეშლა...და როგორც პროზა კარგია ++
1. კარგი პროზააა ეს, დეპრესიააა ცუდი (ზოგადად) :) წარმატებები ტერეზას ევროპაშიც კარგი პროზააა ეს, დეპრესიააა ცუდი (ზოგადად) :) წარმატებები ტერეზას ევროპაშიც
|
|
მონაცემები არ არის |
|
|