ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან ეული
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2014


პატრიოტიზმი...

ცუდი რამე უნდა გითხრათ...
საქართველო მოვიარე...
უკვე ბევრებს ჩაჰქრობიათ
თვალთ ვარსკვლავი მოკიაფე...
როცა ჩხუბში გართულები
ჩვენ ერთმანეთს თავ-პირს ვამტვრევთ,
გვეპარება უხმოდ მტერი
და უხმოდვე მიწას გვართმევს,
მიწას, რომლის გულისათვის
წინაპრებმა თავი დასდეს,
ვერ შევძელით გაფრთხილება,
ჰოდა მტრებმაც დაიტაცეს.
სხვა რა მეთქმის მე პოეტსა?
ახია რომ დღეს ვართ ასე,
აწმყოშია ხელს არ ვანძრევთ,
მაგრამ ვფიქრობთ მომავალზე.
უბრძოლველად მთლად დავკარგავთ
სამაჩაბლოს და აფხაზეთს,
განა არ ვართ მეტის ღირსნი
სამშობლოს რომ არ ვაფასებთ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები