ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2014


ტრაფარეტები (ლექსების გამოფენის ათეულიდან)

როგორც გვალვისგან
შენაკადებდამშრალ მდინარეს
წვიმის სეზონი ეიმედება
გულის სიმრთელედ;
როგორც ხე, უხვი თოვლის სიმძიმით 
ტოტებნახევრადმოხლეჩილი,
ელის მზრუნველ გლეხს,
ჭრილობების გადასახვევად;
როგორც დედას, ხელუხლებლად შეუნახავს
ნაჩხუბარ გულზე უმისამართოდ
გაქცეული შვილის ოთახი,
მონატრებით და სინანულით
პირთამდე სავსე,
ხოლო სიცოცხლე 
მოლოდინად ქცეულა მისთვის:
ისე, აღვლენილ ვედრებად დგანან,
გზებს მოდარეჯე ტრაფარეტები:
"სოხუმი - ოთხას კილომეტრში.
" ცხინვალი - ასში."


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები