ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2014


***





ფიქრით შემოსილი ჩემი აივნიდან,

თოვლის სიფაქიზემ

ისე ამრია, რომ

ვფიქრობ,

უშენობის წლები გაივლიან

(ნეტავ ირბინონ და ნეტავ არ იარონ)



                        * * *

კიბის კლავიშები უხმოდ ჩავიარე,

გავცდი,

გავიარე სამი გაჩერება..

ჩვენი ავტობუსი ისევ აგვიანებს,

მე კი მომავალი,

როგორ მეჩქარება..


ვხედავ, ტაქსებმაც კი აღარ გამიჩერეს...

ალბათ არ იციან,

როგორ მეჩქარება ..

გზებიც გაჩერდნენ და

ნატვრა ავიჩემე:

"მასთან მიმიყვანონ როგორმე ქარებმა"...


სამი ნაბიჯი და

ორი ნაბიჯი და

ერთი ნაბიჯი და

ჩემი გემოვნება -

- თავისუფლებისგან დაცლილ მოედანზე ,

ცივი დეკემბერი

მორცხვად მელოდება...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები