ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2008


პერიოდები (ჰეიდური სიზმრებიდან)

ისევ ისე გადის დრო... ჟრერს , ჟრერს... სიტყვებიც და მუსიკაც ყურებში წუის და მაინც ჟღერ, შენ ჟღერ. იცი, მახსოვს ის ხიდი სადაც ერთმანეთს ჩავუვლიდით და ვერც კი ვცნობდით უცნაურ ნაფეხურებს... მერე მაღალ ხეების რიგსაც გავივლიდით, სადაც ჰეიდები დახტოდნენ. ხანდახან თუ დაგვენახებოდნენ და მერე შენც მათ დაესმგავსე...
გგონია რამე შეიცვალა? არა, არაფერი. ისევ იგივე სისულელეებს ვყვებით მე და  სალივანი. მერე გზას მივყვებით და ამ გზაზე ხანდახან შენნაირ ჰეიდებს ვხვდებით...

******************
იცი? ჰეიდები დიდი ხანია რაც არ დამინახავს. სიმართლე გითხრა და არც მომნატრებია. ალბათ, ჩემში ჩასახლდნენ და ნაფეხურებს ამიტომ აღარ
ტოვებენ. ან? ან არ ვიცი. მოკლედ დედა ვატირე მე ყველა თოვლის. ხო, იმ თოვლის, როცა მეც ქარს ფიფქივით დავყვებოდი და ტვინს ფიფქთა აზრებით ვიტენიდი. აზრი დნებოდა და მაინც გონებას თეთრი მდნობი მასით ვივსებდი. ეხლა კი ოთხ სიმზე დაკრულ კომპოზიციას ვნატრობ. თურმე ჩემზეა და ეს უკვე ძალიან უცნაური რამეა.ჰმმ თქვენ არ იცით რა სასწაულია. აი, ისეთია ,,ლესელიძის სასწაული ქუჩის ზიზმარივით” რომ ხდება და არც ხდება. (ვიცი ვერაფერი გაიგეთ, ამიტომ სოლომონის ბეჭედზე წარწერის არ იყოს და : ,,ესეც გაივლის”).

*********************
ერთხელ, ერთმა კაცმა უცნაური რამე მითხრა, გიჟი ხარო.  ისე, უცნაური აქ არც არაფერი ყოფილა. დიახ, მე, უსაბუთო გიჟი ვარ! და ეს სიგიჟე სიზმრებია., რომლებსაც უაზრო წერილებად ვწერ და ვიღაც ისევ არანორმალურად მაცხადებს. მერე რა? როგორც ირინოლა ამბობს ხოლმე ,,მთავარია ბავშვი იყოს კარგადო”.

************
ჩემი სალივანები ჩემთან! ხშირად სალივანურ ენაზე ვლაპარაკობთ და სხვებს, რომ არ ესმით ვივიწყებთ. ეხლაც იგივე მემართება, თუმცა ეს სალივანური ენა სულაც არაა. ამას ჰეიდური ქვია. წინ ,,ჰ”-ს გარეშე. რა იყოთ? ეიდური გეგონათ? არა, ,,ჰ”ქვიათ ვიგულისხმე, სხვა არფერი.

მოკლედ, ყველას თვალს გიკრავთ და რა ვქნა, რომ ჰეიდური ვარ…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები