ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2014


პაემანი პირველი..

მუზა დახატავს ალბათ ჩემს ფიქრებს,
რაც მათრობს მე და
მიქრობს კაეშანს,
ოქროსფერ ქუჩას,
ვერცხლისფერ ფიფქებს,
რა დამავიწყებს პირველ პაემანს...

ქარიან ღამის,
ცის ღრუბლის ფენა,
მთვარისფერ სხივმა გულისფრად გაჭრა,
ფანტელთა აღმა და დაღმაფრენა,
ლამაზი იყო -
ლამაზად დარჩა...

ვიყავით მე და ასეთი ღამე,
იყო მთვარე და მზელამპიონი,
თითქოს ფიფქები ითვლიდნენ წამებს,
თეთრად სათუთნი  და
მკაფიონი.

ეს ნატვრა იყო და უფრო მეტი
და უფრო თეთრად,
შეუჩერებლად..
და დაუღლელად თოვდა მომენტი,
თითქოს ერთურთის მოსაფერებლად,

პირველ პაემანს დუნედ ათოვდა..
მთვარე ათბობდა ცივ ფერთა გამებს..
ღამეს იისფრად ბუნება ქსოვდა,
ხოლო ფიფქები
ითვლიდნენ წამებს..

ვიყავით მე და ასეთი ღამე..
ოქროსფერ ქუჩას შენ აკლდი ერთი,
როცა ვითვლიდი ფიფქებს და წამებს,
გამოჩნდი შენ და
გამოჩნდა ღმერთი....

ქარიან ღამის,
ცის ღრუბლის ფენა,
მთვარისფერ სხივმა გულისფრად გაჭრა,
ფანტელთა აღმა და დაღმაფრენა,
ლამაზი იყო -
ლამაზად დარჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები