ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2014


* * *

დიდი ხანია ვეღარ ვატევ ფოკუსში მნათობს,
ჩაშავებული ჰორიზონტის ცქერაც მომწყინდა
სულის მხუთავი მარტოობა უწყვეტად მათოვს,
არ მახსოვს როდის? ტრფობის ცრემლი მთვარემ მომწმინდა

ამ სიბნელეში დაკარგული მელექსე ბიჭის
ცხოვრება მიძღვნის წამოსასხამს ხელდახელ ნაქსოვს,
აღარა მძალუძს გამოვლენა მთავარი ნიჭის, -
ეჰ! სიყვარული (გამოვტყდები) ბუნდოვნად მახსოვს.

შავ  ოცნებაში  რა ამაოდ გავცვითე ფილტვი -
ჯანგბადის ნაცვლად უიმედო ვსუნთქავ მომავლით,
არ მაქვს მიზანი, უმიზეზოდ, უაზროდ ვილტვი -
ვცოცხლობ... -
                      მომბეზრდა!..
                                            არ მაცხოვრებთ?!.. -
                                                                          მზად ვარ!... მომკალით!

                                                                                              25/12/13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები