ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უნდინა
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2013


სულს რომ გააშიშვლებ

ზღვის ნაპირას დატოვებულ  შუშის აკვარიუმში გამომწყვდეული თევზივით ვარ, რომლის გაშვებაც დაავიწყდათ.
ნახევარგულიანი და სევდისფერთვალებიანი.

ვარსებობ...
მხოლოდ იმ იმედით, რომ ერთხელაც, როცა ჰაერის ოკეანე მზისფერ თვალს გაახელს, გავიღვიძებ და ჩემს ტკივილზე ღმერთს მოვუყვები.


ყოველ დილით ქამელეონისფერ ნახევარგულში ასობით პეპელა იბადება.
ეშინიათ პეპლებს ცივი წყლის და გარეთ გამოსვლის მაგიერ თბილ სავანეში ამჯობინებენ სიკვდილს. მათი უსიცოცხლო სხეულებისგან საღამოობით ნაყენს ვამზადებ. იმ ნაყენს, ძილის წინ თვალებს რომ ვიბან ხოლმე...

მერე...
მერე უბრალოდ შავდება ჰაერი.

**********

სულს რომ გააშიშვლებ, ტკივილიც უნდა შეიყვარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები