ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან ეული
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2013


ფიქრნი სასტიკნი ესე მწარე იმედგაცრუების ჟამს

„ეს ჩემი გული, ობლად ქცეული
ნატრულობს სითბოს სიყვარულისას.
აღარ მსურს ვიყო ასე ეული,
მდევდნენ ფიქრები სინანულისა!..“

„მოდი, მაჩუქე შენი სუნთქვა მე,
უარს ნუ მეტყვი, კარგო, ამაზე.
იყავი ჩემთან, ბოლო წუთამდე,
მოდი, ცხოვრება გამილამაზე!..“

„რა ხარ ასეთი ცივი, უგულო,
ლექსთა ფერებმაც რომ ვერ დაგათრო?!
ვერ შემიყვარე ვაჟი უფულო?
მაშ იმედები მომეც რაღატომ?..“

„ხელი უნდა მკრა, მითხრა უარი,
რომ არ მაქვს ცისფერ-მწვანე თვალები?!
რომ არ მაქვს შავი იაგუარი,
რომ არ მაქვს ოქრო, ვერცხლი, ლალები?!..“



„ყველაზე მეტად რა მიკვირს, იცი?
მე რომ გამირბი, როგორც კეთროვანს.
გაჰკიდებიხარ ვიღაცის „სიცილს“,
რომელიც შენთან მხოლოდ ერთობა!..“

„დაე გაერთოს შენთან და შენით,
დიდი ფიალით გასვას ტკივილი.
გიხმაროს, როგორც ძველი ნაჭერი
და მოგისროლოს ღორის ტილივით!..“

„არ იკარგება არც სიტყვა, საქმე,
არც ბოროტება, არცა სიკეთე,
ადრე თუ გვიან გეტყვი ჩემს სათქმელს,
პასუხს გთხოვ მასზე, რაც გამიკეთე!..“

„მაგრამ მე ისე ვერ მოგექცევი,
როგორც შენ ერთხელ გული მატკინე.
მოხვალ და თავზე შემოგევლები,
ცივი უარის დედა ვატირე!..“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები