(გზავნილი ჟურნალ გზაში. 2011 წ.) გამარჯობა! ხელთ მიპყრია მობილური ტელეფონი, ვფიქრობ, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, გიამბოთ თუ არა ჩემი გატაცების შესახებ... წინა გზავნილში გაკვრით ვახსენე ის არშემდგარი სიყვარული, რომელმაც ფიასკო განიცადა, თუმცა, მიუხედავად მწარე იმედგაცრუებისა, მე არასოდეს ვინანებ, წამითაც კი არ გავივლებ თავში აზრად, რომ ეს შეცდომა იყო. მინდა ყველას გავაგებინო, თითოეული მკითხველის გონებასა და გულამდე მივიტანო ის აზრი, რომ სიყვარული შეცდომა არაა! პოეტადაც რომ დავბადებულიყავი, ვერაფრით გადმოგცემდით იმ გრძნობას, რომელსაც "იმ ერთის" მიმართ განვიცდიდი. ეს იყო ერთგვარი ექსკურსი, რითაც მსურდა მთავარი სათქმელისთვის შემემზადებინა აწ უკვე ჩემი "კოლეგა" მკითხველი. მანამდე, ერთხელაც გავიგე, რომ "იმ ერთს" თურმე კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" ჰყვარებია და გადავწყვიტე, ლექსად გადმომეცა ამ დიდებული ნაწარმოების შინაარსი, თან საკუთარი პოზიციაც გამომეკვეთა სტრიქონებს შორის. მკითხველი უთუოდ მიხვდება, რომ ის ტექსტი, რომელსაც მე ლექსი ვუწოდე, აგებულია "ხეკორძულას წყალზე", იმ პატარა, ერთტაეპიან ლექსზე, რომელიც წინ უძღვის ამ ნაწარმოებს. მაშ, დავიწყებ და იმედი მაქვს, მოთმინებით ჩაიკითხავთ იმ სიტყვებს, რომელთაც თავი მოვუყარე და ლექსის ყალიბში ჩავუძახე: "კონსტანტინე არსაკიძე წარმოშობით იყო ლაზი, არწივსავით უშიშარი და ვეფხვივით გულალმაზი. ახოვანი, თვალტანადი, ახლად ტანაყრილი ვაზი, მონადირე, ქანდაქარი, ფერთა მწერი - ვით ვარაზი. მისი სატრფო, გულით სათნო, მშვენიერი მზისავარი, ტანწერწეტა, მკერდსავსე და ყოველი დღე პირმცინარი, არ აღმოჩნდა თურმე სანდო, წესიერი, მზის სადარი, - წამოვიდა მისგან მკვდარი, დაუხურა გულის კარი!.. მაგრამ თურმე ამა ქვეყნად არვინაა დაჩაგრული, თითოეულს აქვს უფლება - განიცადოს სიხარული იმ დიდებულ გრძნობის გამო, რასაც ჰქვია სიყვარული! (ამის გამო ბევრებსა აქვთ მოსვენება დაკარგული) :)) მელქისედეკ კათალიკოსს სურდა მცხეთის განახლება, სრულებით არ გაუჭირდა მას გლახუას დათანხმება. მოიწვიეს ოსტატები სვეტიცხოვლის ასაგებად, გეგმა უტას მოუწონეს, შეძლეს მისი გახარება. - მაგრამ მისი წარმატება მოხვდა გულსა ერთსა ეკლად, დაწუნებულ ოსტატს, ფარსმანს გადაექცა ესა წყევლად. გველხოკერა მელაძუას უტას წახდენა ეწადა, დაგაღონებთ ცოდნა ამბის, ამას რა გზით არ ეცადა. არსაკიძემ რომ დაიწყო სვეტიცხოველის შენება, იმავ წამსვე გულში ჩასწვდა ქალის, შორენას მშვენება. ტაძრის მშვიდად დასრულება იყო ზეციერის ნება, მაგრამ ტრფიალთ ერთად ყოფნა თვით გლახუას არ ენება. გაგონილა სადმე ოდეს - მონა მეფეს ედრებოდეს?! მომხდარა კი რამე ისე, რაც მეფეს არ ნდომებოდეს?! მაგრამ თურმე მთავარია, კაცსა სწამდეს და იბრძოდეს, გამარჯვებულის წინაშე სიკვდილიც კი შიშით ძრწოდეს! ხეკორძულას წყალი უსვამს, მცხეთა ისე აუგია. დაიჭირეს, მკლავსა სჭრიან, მიზეზი ვერ გაუგია. თვით ჯალათი ცრემლებსა ღვრის: "კაცზე ვინ თქვას აუგია?!" დიდოსტატად აღიარეს, სიკვდილის წინ გაუგია. ეს რომ შორენამ გაიგო, თავი მისცა სიკვდილს წყნარად, არც ფარსმანს და არც გლახუას გაუთენდათ დილა დარად, მხოლოდ უფლის სახლსა ერთსა მიაჩნია დრონი არად, - საქართველოს სიამაყედ იარსებებს აწ და მარად!" ჩემი კოლეგების გადასაწყვეტია, ამას ლექსი უნდა ეწოდოს, თუ უბრალოდ ტექსტი, თუმცა, აღვნიშნავ, რომ ეს სიყვარულმა დამაწერინა და ჩემი გატაცებაც ზუსტად ეს არის, ანუ არცთუ ისე იშვიათად ვმართავ სიტყვათა მიტინგს და ვცდილობ, ისე გავურითმო ერთმანეთს, რომ მთლიანობაში ლექსს უფრო ჰგავდეს, ვიდრე ტექსტს, თუნდაც - სიტყვათა რახარუხს. ასე მგონია, რომ სიყვარულზე ნაზი და მშვენიერი გრძნობა ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყნად და ვერ წარმომიდგენია, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება უსიყვარულოდ. კვლავ შეგახსენებთ გალაკტიონის სიტყვებს: "უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ!" თქვენი კოლეგა, მირიანი18
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რამდენი გიშრომია, როგორ ვთქვა არ ვარგა-თქო, მშვენივრად გამოთქვამ იმ გრძნობას, რომელიც გამოძრავებს და გაცოცხლებს, ჩემი აზრით არ გინდა ახსნა-განმატებები, რისთვისაც წერ ლექს სათაური დაუწერე და მშვენიერი გალექსილია, მომეწონა! მიყვარს ასეთი ლექსები! წარმატებები! რამდენი გიშრომია, როგორ ვთქვა არ ვარგა-თქო, მშვენივრად გამოთქვამ იმ გრძნობას, რომელიც გამოძრავებს და გაცოცხლებს, ჩემი აზრით არ გინდა ახსნა-განმატებები, რისთვისაც წერ ლექს სათაური დაუწერე და მშვენიერი გალექსილია, მომეწონა! მიყვარს ასეთი ლექსები! წარმატებები!
6. წარმატებებს გისურვებთ + წარმატებებს გისურვებთ +
5. ნამდვილად ასეა:Dჩვენი ცხვრება უსიყვარულოდ განა რა იქნებოდა .+ ნამდვილად ასეა:Dჩვენი ცხვრება უსიყვარულოდ განა რა იქნებოდა .+
4. ,,ხეკორძულას წყალი უსვამს, მცხეთა ისე აუგია. დაიჭირეს, მკლავსა სჭრიან, მიზეზი ვერ გაუგია. თვით ჯალათი ცრემლებსა ღვრის: "კაცზე ვინ თქვას აუგია?!" დიდოსტატად აღიარეს, სიკვდილის წინ გაუგია.” მომეწონა! წარმატებები ავტორს! ,,ხეკორძულას წყალი უსვამს, მცხეთა ისე აუგია. დაიჭირეს, მკლავსა სჭრიან, მიზეზი ვერ გაუგია. თვით ჯალათი ცრემლებსა ღვრის: "კაცზე ვინ თქვას აუგია?!" დიდოსტატად აღიარეს, სიკვდილის წინ გაუგია.” მომეწონა! წარმატებები ავტორს!
3. წარმატებები. წარმატებები.
2. ბოლო სტრიქონები ტანში მცრის: "მხოლოდ უფლის სახლსა ერთსა მიაჩნია დრონი არად, საქართველოს სიამაყედ იარსებებს აწ და მარად!" ბოლო სტრიქონები ტანში მცრის: "მხოლოდ უფლის სახლსა ერთსა მიაჩნია დრონი არად, საქართველოს სიამაყედ იარსებებს აწ და მარად!"
1. მირიან შენც დაგიწყია შენება მგონი და ემანდ ფხიზლად იყავი და ათასი ფასმანი და გალუა არის მოდებული ქვეყანას :) წარმტაბები შენ + მირიან შენც დაგიწყია შენება მგონი და ემანდ ფხიზლად იყავი და ათასი ფასმანი და გალუა არის მოდებული ქვეყანას :) წარმტაბები შენ +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|