ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2014


მინიმალისტური პროზა

მინიმალისტური პროზა


              პირველცოდვა

  პირველი, რაც ეხამუშა ვაშლის ჩაკბეჩისთანავე, ლეღვის ფოთოლი იყო ქალის სხეულზე, რომელიც აქამდე არ შეემჩნია.


    ძმა

  მურდალი წელი იყო 37. ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა, ძმა ძმას არ ინდობდა. აგრე ჩემი უფროსი ძმაც მაშინ არ დაიჭირეს? ერთი აჯამი ღლაპი ვიყავ, რა გამეგებოდა პოლიტიკისა!


        ეჭვიანობა


  რა მაინტერესებს იცი, როცა შენს ლამაზ ქალაქელ ცოლს ძუძუებს უკოცნი, ისევე გითრთის ტუჩები, როგორც მაშინ, იქ- სოფლის ბოლოს მთვარიანში.


        პოეტი ქალი

  როცა თვის ბოლოს , ჩვეულებრივ, ნისიების რვეულს ჩახედა, უცებ აღმოაჩინა როგორ, ლექსის პწკარებივით დაელაგებინა სტრიქონები.


  როგორ ნახა სიზმარში ოჯახის ქალმა პირველი სიყვარული

  იმ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს სადილი განსაკუთრებით გემრიელი ეჩვენა.


      მოხუცი ქალი

  ჯერ ძველი ალბომიდან ახალგაზრდობის გაყვითლებული ფოტო ამოიღო და მაგიდაზე, გამოსაჩენ ადგილას დადო, მერე დალია წინასწარ გამზადებული ათი აბი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს