ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


***

ხეში ჩამდგარი შემოდგომა..
მიუბრუნდი წარსულის სიზმრებს,
მომავალთანაც რა დაგრჩენია _
ზამთრების სუსხი...
ჰესე _ სიბერის აპოლოგეტი,
შენ კი პირიქით _
სიბერესა და სიკვდილს შორის
ტოლობის ნიშანს
მერამდენედ ჩამოწერ შიშით.
დაიღალა, გაცვდა კალამიც.
საფეთქელზე დრო  ჩაქუჩსა გცემს,
დიასტოლური წნევა საშიშ
ზღვარზე გადადის.
მეეზოვე გვის ქუჩას უხმოდ.
შენს სულს რომელი აღსარება
გამოგვის ნეტავ?
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
არაფერი აღარ შეგრჩა
დროსთან საამბობელი,
ხვრეპ არაყს და ზიხარ ცეცხლთან,
გარეთ ყრუა სოფელი.
ხსოვნა, როგორც ფესვი ჩახმა,
სულს ცრემლისფრად აცრის.
და ყრუდ ისმის სარკმლის კართან
მონოლოგი ზამთრის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები