(ძველი გზავნილი ჟურნალ "გზა"-ში) გამარჯობა! გადავავლე მგზავნელთა ამბებს თვალი და სურვილი გამიჩნდა, მეც შევუერთდე მათ რიგს, მიუხედავად იმისა - "რიგი და ქართველი?! საიდან სადაო." მოკლედ, ვეცდები ნათლად გამოვხატო ჩემი სათქმელი. ვცხოვრობ მარნეულის რაიონში, ერთი წლით უმცროს დასთან და მშობლებთან ერთად, ხუთ სართულიანი სახლის ერთ ოთახიან ბინაში. მართალია, ფინანსური პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს ხელს დიდად არ გვიშლის ცხოვრებაში. "თსუ"-ს პირველკურსელი ვარ, რის გამოც "ქანქარისებურ მიგრაციას" განვიცდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი სურვილი გამიჩნდა, - მინდოდა, მეც ისევე მყოლოდა "შეყვარებული", როგორც თანატოლთა უმეტესობას, მაგრამ სურვილი სურვილადვე დარჩა. შეუძლებელი რომ არაფერია, კარგად მოგვეხსენება. მიუხედავად სურვილისა, ინიციატივა მხოლოდ ერთხელ გამოვიჩინე და ისიც კრახით დამთავრდა. ჩემს თავს ერთი უცნაურობა შევატყვე - ყოველთვის შეყვარებული ვარ ვინმეზე, ან რამეზე. უსიყვარულოდ არ შემიძლია ცხოვრება, იმაზე ფიქრიც კი ბედნიერებას მგვრის, რომ ტყუილუბრალოდ არ ვამძიმებ პლანეტას, რომ შემიძლია სხვათა გაღიმება, თანაგრძნობა და ნამდვილი ადამიანური ცხოვრება. არ მიყვარს ერთი კონკრეტული ადამიანი, ამიტომაც ჩემს წილ სიყვარულს ყველას თანაბრად, მეგობრულად ვუნაწილებ, თუმცა, ვაითუ ამის სურვილი აღარ მექნება, როცა ის ერთადერთი გამოჩნდება?! არც კი ვიცი, რომელია უკეთესი - ყველას თანაბრად ვუწილადო ეს გრძნობა, თუ მხოლოდ ერთს?! ან ორივე ერთად შესაძლებელია კი?! ჯგუფელი გოგონა მომწონს გამორჩეულად და მისი ყურადღების მიქცევას ვცდილობ ხშირად, თუმცა, მე ინიციატივას არ გამოვიჩენ, თავად კი, მორიდებული გოგონაა და არა მგონია ჩვენი ურთიერთობა ჯგუფელობის ფარგლებს გასცდეს (აქვე ჩავურთავ, რომ მაინც გავბედე და ვუთხარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი დაკავებული ყოფილა და თუ სურვილი ექნა, თავად გაამხელს საკუთარ პიროვნებას). არ მომწონს ზოგიერთ თანატოლ ბიჭთა დამოკიდებულება გოგონებისადმი და არ მინდა, მეც მათ დავემსგავსო, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ და შესაძლოა, გემოვნება შემეცვალოს. არ მინდა, ამით ვინმეს გული ვატკინო, თუნდაც ჩემს ჯგუფელ გოგონას. ხშირად მსმენია, რომ წყვილს წლობით ჰყვარებია ერთურთი და მიზეზთა გამო დაშორებულან, მე კი მიმაჩნია, ჩემმა ურთიერთობამ წლამდე მაინც თუ გასტანა, ვეღარაფერი შემიშლის ხელს ამ ადამიანთან მთელი ცხოვრების გატარებაში. მართალია, ხშირად თვალსაც კი ვაყოლებ შეყვარებულ წყვილს, მაგრამ თითქოს გულს მიღრღნის ჩემს მდგომარეობაზე ფიქრი: მაცვია მეორადებში შეძენილი ტანისამოსი, გარეგნობითაც არ გამოვირჩევი დიდად, სულიერებაში მოვიკოჭლებ, არ მიყვარს ხალხმრავლობა, ავუწყვე თანამედროვეობას ნაბიჯი, თუმცა ძველმოდურად ვაზროვნებ და ზოგჯერ ნაცარქექიას არაფრით ჩამოვუვარდები, იმ განსხვავებით, რომ მას მოხერხება მაინც ჰქონდა, მე კი ეგეც არ მაქვს. ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: რომელი გოგონა ოცნებობს ისეთ ბიჭზე, როგორიც მე ვარ?! და თავადვე ვპასუხობ - არც ერთი! რომელი გოგონა ინატრებს ჩემნაირ ბიჭთან ურთიერთობას?! წამით შესაძლოა შემეკამათოთ, მაგრამ ესაა რეალობა, მე კი - მისგან გაქცევას არ ვაპირებ. ამ ეტაპზე ჩემი დანიშნულებაა სწავლა და ვისწავლი კიდეც. სიყვარულობანა ალბათ სწავლაში ხელსაც კი შემიშლის, თან თითქოს არც ვარ მზად "შეყვარებულის" ყოლისთვის და ჯობს, ამაზე ფიქრს შევეშვა. ქალაქს ბავშვობიდანვე სოფელი მერჩივნა, სოფელი ერთ დიდ ოჯახს მაგონებს, ქალაქი კი... მართალია მაქვს პატივი ქალაქელი "მერქვას", მაგრამ მე მაინც "სოფლელობა" მირჩევნია. გავყვები ცხოვრების დინებას იმ იმედით, რომ ოდესმე ჩემს სიტყვას იმაზე მეტი ფასი ექნება, ვიდრე ახლა და დადგება ის დღე, როდესაც ჩემს გულის სწორს შევხვდები, მთელ ყურადღებას მასზე გადავიტან და ჩემი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად ვაქცევ. გმადლობთ მოთმინებისთვის, მირიანი18.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომწონს გულწრფელი ადამიანები. ნამდვილად ღირსი ხარ დიდი სიყვარულის. წარმატებები პირად ცხოვრებაში! მომწონს გულწრფელი ადამიანები. ნამდვილად ღირსი ხარ დიდი სიყვარულის. წარმატებები პირად ცხოვრებაში!
6. "ჩვენმა თაობამ სულ დაივიწყა ქართველი გლეხი, გლეხობა არის ნამდვილ კაცობა და არა გრეხი!" გმადლობთ! "ჩვენმა თაობამ სულ დაივიწყა ქართველი გლეხი, გლეხობა არის ნამდვილ კაცობა და არა გრეხი!" გმადლობთ!
5. ძალიან კარგი ადამიანი ხართ მირიან. ქანქარასებრი მიგრანტი კი არა, შენისთანა ბიჭები ატლანტებივით შეუდგებიან ხოლმე საქართველოს და მხრებით ეზიდებიან მომავლისკენ. ბევრმა გოგომ ინატროს შენისთანა სუფთა გულის ბიჭის გვერდით ყოლა. როგორ გაუმართლებს იმ გოგოს ნეტავ იცოდეს. მეც სოფელი მირჩევნია ქალაქს. სულ ვცდილობდი სოფელი მქონოდა და იქ მეცხოვრა, მაგრამ წარმოუდგენლად არ უნდოდა ბედისწერას ეგ. ძალიან კარგი ადამიანი ხართ მირიან. ქანქარასებრი მიგრანტი კი არა, შენისთანა ბიჭები ატლანტებივით შეუდგებიან ხოლმე საქართველოს და მხრებით ეზიდებიან მომავლისკენ. ბევრმა გოგომ ინატროს შენისთანა სუფთა გულის ბიჭის გვერდით ყოლა. როგორ გაუმართლებს იმ გოგოს ნეტავ იცოდეს. მეც სოფელი მირჩევნია ქალაქს. სულ ვცდილობდი სოფელი მქონოდა და იქ მეცხოვრა, მაგრამ წარმოუდგენლად არ უნდოდა ბედისწერას ეგ.
3. წარმატებები და კეთილი სურვილები მირიან. წარმატებები და კეთილი სურვილები მირიან.
2. "მე არავისი არ მჯერა, მათ შორის არც ჩემი თავის". იოსებ ბესარიონოვიჩი. მაინც გმადლობთ! "მე არავისი არ მჯერა, მათ შორის არც ჩემი თავის". იოსებ ბესარიონოვიჩი. მაინც გმადლობთ!
1. მაცვია მეორადებში შეძენილი ტანისამოსი, გარეგნობითაც არ გამოვირჩევი დიდად, სულიერებაში მოვიკოჭლებ, არ მიყვარს ხალხმრავლობა, ავუწყვე თანამედროვეობას ნაბიჯი, თუმცა ძველმოდურად ვაზროვნებ და ზოგჯერ ნაცარქექიას არაფრით ჩამოვუვარდები, იმ განსხვავებით, რომ მას მოხერხება მაინც ჰქონდა, მე კი ეგეც არ მაქვს. ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: რომელი გოგონა ოცნებობს ისეთ ბიჭზე, როგორიც მე ვარ?! გამოჩნდება აუცილებლად, რომელიც ოცნებობს და სწორედ ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც ხართ :)
წარმატებები. მაცვია მეორადებში შეძენილი ტანისამოსი, გარეგნობითაც არ გამოვირჩევი დიდად, სულიერებაში მოვიკოჭლებ, არ მიყვარს ხალხმრავლობა, ავუწყვე თანამედროვეობას ნაბიჯი, თუმცა ძველმოდურად ვაზროვნებ და ზოგჯერ ნაცარქექიას არაფრით ჩამოვუვარდები, იმ განსხვავებით, რომ მას მოხერხება მაინც ჰქონდა, მე კი ეგეც არ მაქვს. ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: რომელი გოგონა ოცნებობს ისეთ ბიჭზე, როგორიც მე ვარ?! გამოჩნდება აუცილებლად, რომელიც ოცნებობს და სწორედ ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც ხართ :)
წარმატებები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|