ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2014


მარტივად...

ღმერთო, შევიშალე მარტის ამინდივით,
უკვე მოგონება აწმყოდ გადამექცა
ფეხქვეშ მათელინე ღმერთო სიბრაზე და
მერე არ დავეძებ ყველა გზა მომიჭრა.
ისე დამამშვიდე შენი სიმარტივით,
ბევრჯერ გამახსენე შენი შეგონება
უცხო თვალით მიმზერს ახლა ჩემიანი
ჩემი სისუსტე მკლავს და მეღიმება.
ისე მეღიმება უკვე ყველაფერი
გახდა სულერთი და უფრო ცვალებადი,
ღმერთო ახლა მინდა შენი სიმშვიდე და
მერე არ დავეძებ მოხდეს, როგორც არის.
ისე მიმამსგავსე წარსულს ძველებურად
ოდნავ ცვლილებებიც აღარ მემჩნეოდეს,
ისევ ის მიყვარდეს, მწამდეს და მჯეროდეს,
დღემდე მომყვებოდეს ჩემი სინამდვილე.
ღმერთო მომანიჭე ისევ ის წუთები
და გთხოვ წამიერი ნუღარ გამიხდება,
ჩემი არეული ისევ ხასიათი
დღემდე სინანულად ნუღარ მევლინება.
ღმერთო, ის მიმყოფე ახლოს უმანძილოდ,
ვისთან სიცოცხლე და წამიც მიხაროდა,
ყველა ახლო მინდა ახლოს ჩემიანად,
მაგრამ შეცდომები უკვე ყელში მაქვს და
ახლა ასეთი ვარ ბედის ანაბარა,
ახლა არეული მარტის ამინდივით,
ჩემი სინამდვილე და თან ხასიათი
შენი სინამდვილის ყოფნას ვერ დამიშლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები