ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2014


ხსოვნიდან მოსული

შემთხვევა უცებ ხელზე მემთხვია,
მერე კი მითხრა - ერთხელ შემხვდიო
იმ ბაღში, სადაც ძველი მერხი დგას,
-მოდი იქ, სადაც ტოკავს ვერხვიო!..
მოვიდა ვიღაც ჩემი ხსოვნიდან,
კართან დამიბა ნატვრის მერანი...
შემთხვევა ერქვა მას, ვინც მოვიდა,
თუ ლურჯ ოცნებას წვეთდა მელანი?
        10.01.14
***
წავასხი შენი თავლიდან
წითელი ბედაურები.
ნაკვალევს მოჰყევ თავიდან,
სანამ გზა დაიბურება...
ჩუმად აგყარე ფარ-ხმალი,
დაგტოვე გულმკერდ შიშველი.
მთვარეს გაგიტეხ სამხარზე,
ღამეს შეგაბამ გიშერად.
მომდიე, ჩემო მდევარო,
წლებს გიყრი ფეტვის მარცვლებად.
ან კი როგორღა გემალო,
ტანზე ჟამი თუ მაცვდება...
წავასხი შენი თავლიდან,
წითელი ბედაურები.
დროს, ჩვენი ძველი ვალი აქვს,
გზას - ნაბრუნები ურმების...
          11.01.14














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები