ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
12 იანვარი, 2014


  ჩამოტვირთვა

წერო.........

                                                                                                                        მიფრინავენ, მიფრინავენ, წეროები შორს....
                                                                                                                       



მეორე  კვირა იწურებოდა უკვე, მე ყოველ საღამოს ვიჯექი კომპიუტერთან და ვწერდი, უფრო სწორად ვცდილობდი დამეწერა ....
  თუ ასე გაგრძელდებოდა, ალბათ ვერ მოვასწრებდი და ეს კონკურსიც ჩაივლიდა ასე....
ჰო და  ...შაბათ საღამოს განსაკუთრებულად შევემზადე, დავლიე  არაყი,  გავაპრიალე კლავიატურა....დავაყენე ახალი ანტი ვირუსი..ახალი დესკტოპი...(დესკტოპზე წეროს  სურათი .....იჯდა და რაღაცას კენკავდა ...)
ჯერ  ოთახში დავრბოდი...აქეთ-იქით, აქეთ-იქით....მოვწიე  11 ღერი  8 ნომერი კენტი  (ეს აუცილებელი პოეტური ტრადიციაა!)    იდეები კი  მომდიოდა ,  მაგრამ  მერე კუდის ქნევით უჩინარდებოდა....დაკარგული  იდეის  კვალის აღმოჩენისას კი უფრო ვიბნეოდი ...მერე ისევ თავიდან.....დავჯექი, ავდექი....ისევ დავჯექი....მონიტორი ელავდა.......კლავიატურა ხმაურობდა....არაა..არაფერი გამოდიოდა.
ისევ დესკტოპს გადავხედე გამწარებულმა  ...წერო ამაყად იჯდა დესკტოპზე  , დამცინავად შემომცქეროდა.....
ჩავკეცე დესკტოპი  და  წერა გავაგრძელე...........


...........................................................................................................................................................................................................
..ასტრონავტი ხარბად ისუნთქავდა  ბოლო  ჟანგბადს.....წნევა ეცემოდა სკაფანდრში.მარსის ჰორიზონტი წითლად შეფერილიყო.
-----დაწყნარდი სიხარულო!..სულ  რაღაც 5 მილიარდი წლის შემდეგ ანდრომედას გალაქტიკა თქვენს ნისლეულს შეეჯახება და ერთი დიდი სამყარო შეიქმნება! ...შენი და ჩემი სამყარო  გაერთიანდება!... მერე კი სულ ერთად ვიქნებით! სულ!
  ასტრონავტმა თვალები დააელამა..ძალა ეცლებოდა, იგუდებოდა...უცხოპლანეტელი კი განაგრძობდა..
..მაკოცე..აი ასე....მაგრად....ცოტაღა  დარჩა....5 მილიარდი წელი...რატომ გაჩერდი?...რა დაგემართა!
ასტრონავტმა კრუნჩხვა შეწყვიტა...... აღარ  რეაგირებდა, თვალი დახუჭა და გაშეშდა...
მე და შენ,--განაგრძობდა უცხოპლანეტელი არსება---მე და შენ...სულ, სულ ერთად ვიქნებით....მე არ დაგტოვებ.ერთად დაველოდებით....მიყვარხარ...მიყვარხარ...
და ისიც ჩაიკეცა....
მარსზე კი  წითელი ღრუბლები წამოიშალა....
...არავინ იცის , იქნებ როდესმე , ათასი წლის შემდეგ, რომელიმე ავტომატური კოსმოსური ხომალდი დაჯდება მარსზე, და იპოვის ორ გაშეშებულ არსებას....ერთმანეთთან  ჩახვეულს.....ცენტრალური კომპიუტერი დიდხანს იფიქრებს მაინც როგორ მოხვდა ეს ორი სხვადასხვა ცივილიზაციიის წარმომადგენელი ერთად ....მერე გადაიტვირთება და ისევ თავიდან დაიწყებს ფიქრს....მერე ალბათ  რომელიმე დრაივერი მაკლიაო.....და აუქმებს ბრძანებას. შლის წინასწარი მოკვლევის მასალას....
მარსის ცაზე  ისევ წითელი ღრუბლები დაცურავენ..ახლოვდება ქვიშის ქარიშხალი.....ავტომატური სადგურის სენსორები იკეტება...სადგური სწრაფად ადის ჰაერში ....მიფრინავს....
ქრება სადგური.
მერე პატარა წერტილი ჰაერში..ისიც ქრება.
ბოლოს ქრება სიყვარულიც....რადგან აღარავინაა  ვინც ამას  შეიგრძნობს....






........................................................................................................................................................................................................

თითქოს აეწყო სიუჟეტი....წავიდა, წავიდაააა!....და უცებ კაკუნი მომესმა.
მონიტორს მოვწყდი და დაღლილი თვალები ფანჯარას გავუშტერე ,იქ კი საოცარი რამ ხდებოდა, წერო?...რა წერო?...
დიახ, ულამაზესი წერო იჯდა ჩემი  ფანჯრის რაფაზე და  ნისკარტით კეკლუცად მიკაკუნებდა...
--მაცალე, --ჩავილაპარაკე---ვწერ, საყვარელო.....
მაგრამ წერომ არა შეისმინა რა...ფრთებს აფართხუნებდა და ნისკარტს ისე ულმობლად  უკაკუნებდა მინას რომ ასე მეგონა მალე შემოამტვრევს მეთქი....
ავდექი, დანანებით მოვწყდი ტექსტს...ხმადაბლა შევიგინე და ფანჯარა გავაღე.
წერო ოთახში შემოფრუტუნდა, გამარჯობაც არ უთქვამს, მიიხედ-- მოიხედა და ზედ მონიტორზე ჩამოსკუპდა, მერე ცალი თვალი მოხუჭა,კისერი წაიგრძელა  ...  კითხვა დაიწყო!....
მე ხელები გულზე დავიკრიფე და მივაჩერდი...
---ჰმ.....არააა....----ეშმაკურად  ჩაიღიმა წერომ, --არა!..... რაოო?....ისევ ფილოსოფია....ისევ კოსმოსი..ისევ სიყვარული!....ასე შენ ვერაფერს მიაღწევ.... რა სისულელეებს წერ?...ეს რა არის?.....მე მრცხვენია......მრცხვენიაააა.....ოჰ!..
და მართლაც, თეატრალურად  ფრთა აიფარა თვალებზე ...აკანკალდა....მომეჩვენა რომ ის ტიროდა, ნელა დავეშვი სკამზე და თავი დავხარე...მერე რყევა ვიგრძენი, თავი ავწიე და დავინახე თუ როგორ ხითხითებდა ჩუმად წერო....
---ეი, მონიტორი არ გადმომიგდო! ----დავუყვირე და ვუბიძგე, ფრთა მოიშორა თვალებიდან  , სერიოზული სახე მიიღო, მერე ეკრანზე  მიუკაკუნა ნისკარტი.
----ეს რა დაგიწერია?...ასე წეროს ვერ მიიღებ ,ასე ყვავს მიიღებ... ან .....ბუს კვერცხებს.
--აბა რა ვქნა?...... ----შევჩივლე  ,  თან ხელით ვანიშნებდი, ჩამოდი ძირს , მონიტორი არ გადააყირავო მეთქი!.... განვადებით მაქვს ნაყიდი და ჯერ არ დამიფარავს! 
წერო ძირს ჩამოხტა.
მერე იატაკზე წინ და უკან  სიარულს მოჰყვა,  თან მარიგებდა...
-----აჰაა...ახლა დიაგნოზი დავსვათ.....შენ იმაზე  არ წერ რაც საზოგადოებას სჭირდება, მათ ძალიან უნდათ მაგალითად  ჯემალის და მისი ცოლის, თათულის  ისტორია, ჭკუა ეკეტებათ ასეთ ისტორიებზე.... დაწერე ასე......, ცოლი დილით გავიდა, როცა  ჯემალი, მისი ქმარი, მეტსახელად ბუდილნიკა  პახმელიაზე იყო და ეძინა, თათულიმ  ბავშვები წაიყვანა საბავშვო ბაღში, მაგრამ გზაზე  ტუფლი გაეხა, წაიღო საპოჟნიკის ბუტკაში ,დასაწეპებლად....გასაგებია?...
გასაააა.....---დავიბენი..------გასაააგებია..-- კი ვუთხარი  მაგრამ გეფიცებით, გეფიცებით  და მაინც ვერ მივხვდი.
წერომ ამოიოხრა ....
დაწერე!... დაიწივლა მან .... დაწერე! ჯემალი! ბონდო!...ნარგიზა! რომელიმე ამოარჩიე!...მალე! ....
-----კაარგიიი....----გავაგრძელე მე და მერე უცებ მივხვდი.....----კი მაგრამ  რა საპოჟნიკი?...რა პახმელია?...რა ტუფლი?...ეს ხომ ქართული ლიტერატურული კონკურსია!...  მაშინ წერო კი არა  "აისტი"  ერქმეოდა და რუსული იქნებოდა.....დამცინი?...
წერო გაშეშდა, მერე მაგიდაზე დახტა, ფრთების ქნევას მოყვა, თან  გაღიზიანებული წრიპინებდა:
-----ხო და მაშინ წერე შენს  მაღალ მატერიებზე!....ანდრომედას გალაქტიკაზე!....ღრმა ფსიქოლოგიაზე!.... ნამდვილ სიყვარულზე!...მატაფიზიკურ სისულელეებზე!...თან  ქართული, ლიტერატურული  სიტყვებით!....ეს ხომ არავის აინტერესებს! არავის!....
...მომეჩვენა რომ წერო არ ტყუოდა......გავჩუმდი, პირი დავაღე...მერე  წერომ ამ ნერვიულობაში  ფეხი გაკრა შემთხვევით  კლავიატურას და ძირს ჩამოაგდო....თან  ფრთებს აფართხუნებდა ....რაღაცას კიდევ ყვიროდა..აღარ ვუსმენდი ..კლავიატურა ფრთხილად ავიღე და როგორც წერომ მასწავლა, ისე  ბეჭდვა    დავიწყე...

.........................................................................................................................................................................................................



დაღლილი ,მაგრამ კმაყოფილი წერო  ახლა  ჩემს მხარზე ჩამოსკუპებულიყო, თავს აქნევდა, ყოჩაღო..კმაყოფილი იყო..მე ვწერდი, ვწერდი, სულ  მეკიდა  ქართული ენა  და  განმარტებითი ლექსიკონი......


    როცა მოვრჩი და გაშეშებული თითები ავიღე კლავიატურიდან, თავი უკან გადავწიე...სკამზე გავიშოტე...წერომ კისერი წაიგრძელა და კითხვა დაიწყო...მომენტებში  სიხარულისგან  წამოიკრუსუნებდა ხოლმე და ისევ მაქებდა....მაქებდა....ფრთას  მირტყამდა მხარზე

----ახლა?...ახლა ხომ მივიღებ წეროს?...ვკითხე ბოლოს...--რა კარგიააა.....
-----დაიცა!..------შემაწყვეტინა წერომ და კისერი შემოატრიალა-----აქ შეასწორე!....მაგიდა კი არა, სტოლი!...ახლა დაამატე..."ძველი ბიჭი, მათი მეზობელი, კრუტოი და  კროლიკა...ხო!...კრუტოის ნაკოლკა ქონდა ...კროლიკა კი  ნაკლებად ბლატნოი იყო...მარტო ერთხელ ნასროკალი......ჰო და ერთხელ საპოჟნიკის ბუტკასთან თრახი მოხდა...
---პრივეტო, ბრატიშკა, ----უთხრა  თურმე  კროლიკამ  ....ვიღაცა ფრაერი შეუყენებია  ამ კოდლას, დილაადრიან.....წამლის ფული დააკლდათ, ბარიგამ კი არ მისცა ვალათ...სიგარეტზე მომიკიდეო....
----სპიჩკა რატომ არ გიდევს ჯიბეშიო....წამოიკიდა პრიჩინაზე ....და ამ დროს  თათულიმ ხმაურზე  ბუტკიდან  ცალი ტუფლით  გარეთ გამოიხედა....
----რას გაბლატავდნენ ეს მალალეტკები, ბავშვები ბუტკაში შელალა , ახლა ჯემალის დავურეკავო და მართლა ამოუღია მობილკა...
----მოვარდნილა ჯემალი , ტისაკი დებია ჯიბეში....
---სპასიბა თქვი  რომ გადამირჩი  , ზაჟიგალკა კი არა სპიჩკა  მინდოდაო....ბიჭო!...ვის ებაზრები!...შვილო!
--დავაი, დაახვიე,---უთქვია ჯემალას და ტისაკი გაუმარიაჟებია სახესთან ---კროლიკა სრაზუ  მოუჩმორებია, მერე პადიეზდში  შეუყვანია მალალეტკა კრუტოი....----სანამ მე სვაბოდაზე ვარ, უბანში ბესპრედელი არ იქნება...ხო და მორჩა ბაზარი, დასტოპე და გაქრი, გაიგე ბიჭოოო?.....
თურმე ეფექტნი ფინალი ახლოვდებოდა.....კრუტოის შტირი დებია ჯიბეში...ამოიღო..--ჩემი დედას შევეცი ბიძაჩემო, თუ არ გაგტრუპოო...და ამ დროს ჯემალამ ტისაკი გაუყარა კრუტოის...სადღაც მესამე და მეოთხე ნეკნს შორის....თან ხრინწიანი ხმით უთქვამს.......ვეკ ვოლი ნე ვიდაც....მაინც გავისროკეო....---და გაქცეულა....
საპოჟნიკის ბუტკამდე მისულა  უბედური კრუტოი, კვდებოდა...მილასლასებდა...ბუტკაში შესულა...საპოჟნიკი უკვე გაქცეულიყო........მომაკვდავ  კრუტოის  ბუტკაში კედლებზე  სომხური წებოთი მიწეპებილი  სტალინის, ვიღაცა დაკუნთული მოჭიდავეების და 60-აიანი წლების მსახიობების სურათები სულ დაუსვრია სისხლით..მერე  დაცემულა , სადგისი აუღია და ....მომკვდარა...
დიდხანს და თავშეკავებულად  კიოდა თათული...........ბავშვები ღნაოდნენ და საბავშვო ბაღში წაგვიყვანეო, იქ ჯობიაო................თათულის ტუფლი აღარც ახსოვდა....მისი  ქმარი მესამედ ისროკებოდა......შეშინებული  კროლიკა კი უკვე ნახალოვკამდე  მისულიყო სირბილით....
მერეეე?...--ავკრიფე და მივაჩერდი...წერო ფიქრობდა...მერე ფრთა აიქნია...და...
.........................................................................................................................................................................................................




..............................................................................................................................................................................
ეჰ,  იცი რა......----დანანებით  დაიწყო უცებ  წერომ, თან ტექსტს  დაძაბული  აკვირდებოდა  --რანდენიც გინდა წერო, და როგორც გინდა წერო, წეროს მაინც ვერ მიიღებ....
---რაააა?....უცებ  ვერ  მივხვდი და თვალები დავაჭყიტე...წერო კი  ნელა მიჩოჩავდა ფანჯრისკენ , თან შეშინებული მათვალიერებდა.

---რა?...რა მითხარი?... გავუმეორე კითხვა..
წერო აფრინდა ფანჯრის რაფაზე, ნისკარტით საჩქაროდ  გაღო ფანჯარა, მერე შეფარფატდა , სარეცხის თოკზე დაჯდა , უსაფრთხო მანძილზე . სერიოზულად  შემომხედა.
---ვერა. წეროს  ვერ მიიღებ.გაიგეე?.... შენ მაინც  წერე..წერე....
---აბა რატომ დამაწერინე ამდენი  სისულელე?...რატომ?---შევყვირე არაადამიანური ხმით, საფერფლეს  ხელი ვტაცე  და  თავში ვესროლე.......
წერო აფრთხიალდა, საფერფლე აიცილა...ზემოთ აფრინდა..მერე წრე დარტყა ფანჯარას...თან  ნაწყვეტ --ნაწყვეტ  ჩამომძახა:
---შენ.....არ გეგონოს  რომ დაგცინი...ვერასდროს...ვერასდროს მიიღებ წეროს.....მარტო წერა არ კმარა......შენ უნდა იყო.....უნდა იყო.....ანუ ხომ ხვდები....უნდა გქონდეს...უნდა გყავდეს.....ჰო...
---მითხარი! მითხარი! ავყვირდი მე--მითხარი რა ვქნა!.რაააა!!!!!..სულელო  ფრინველო!!!!....

მაგრამ  წერომ აღარ მიპასუხა.... ზევით აიჭრა....და გაუჩინარდა....გამეღვიძა...
დესკტოპიდან  ისევ დამცინავად შემომცქეროდა წერო....
თენდებოდა.



ს.ნ. 2014.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები