ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
24 სექტემბერი, 2014


ცხოვრების უცნაური ალგორითმები

მე ის  ბაზარში დავინახე, როცა ბანანს არჩევდა და ისე მოკიდა ხელი , შემაკანკალა..
--ის ჩემი უნდა გახდეს!---, ვთქვი ხმადაბლა და გავყევი...
დეზერტირებიდან  მეტრომდე  უხმოდ მივდევდი,  არ ჩქარობდა, ამინდი შემოდგომის ვალსებს    აგუგუნებდა ...მზე ძალადაკარგულიყო, უბერავდა ქარი...მისი კაბა ირხეოდა როგორც იალქანი , მე მივშტერებოდი და ისევ მივდევდი, მივდევდი...რამდენიმეჯერ კინაღამ დავეცი, მაგრამ ვარდი  უეკლოდ  აბა ვის მოუკრეფია?....როცა ქარი მატულობდა,  მე უფრო მეტს ვხედავდი და ოფლი მასხამდა ...
გარშემო  ყველგან მიდიოდა გაცხოველებული აღებ-მოცემობა, ანუ ვაჭრობა....
და აი ,მეტროც გამოჩნდა
ახლა, ან არასდროს ვთქვი გულში  და მის პარკს ხელი წავატანე.
მობრუნდა.
----გაგეხათ ქალიშვილო......ვუთხარი და რაც შეიძლება დებილი გამომეტყველება მივიღე (დამიჯერეთ! მათ მოსწონთ ბოთეები)
--უი, გმადლობთ, მითხრა და სახეზე წამოწითლდა....
----გაიხა?...ასე მალე?...
ამოვისუნთქე.
---მე  დაგეხმარებით----- ვუთხარი და პარკი თითქმის გამოვგლიჯე....წინააღმდეგობა არ გაუწევია,ბანანებიანი პარკი გულზე მივიხუტე და ცალი თვალით ჩავხედე.....
--ოჰოოოო....რად გინდათ ამდენი ბანანი?..--- ვკითხე გაოცებულმა--მურაბა ხომ არ უნდა გააკეთოთ?...
----მარხვა მაქვს....---ისეთი ნეტარი ხმით მიპასუხა და ისე გაინაზა  რომ დავიბენი....
---სახლში მიბრძანდებით?  ---ახლა  ესღა მოვიფიქრე.... ვკითხე და ვინანე ეგრევე, რამე უფრო დებილური  უნდა მეკითხა!
--დიიახ, თქვენ არა?...ცოლი  გელოდებათ, ალბათ, იჩქარეთ.....---გამტესტა თავის ჭკუით.
--აჰ......დავიწყე მე --რა მეუღლე, რის მეუღლე?......არა და ...ეჰ....ოჰ...
დამაშტერდა. მე სიცილის შეკავებას მთელი ძალით ვცდილობდი და ამიტომ ტანჯვა ამესახა სახეზე, დამიჯერა, დაოკდა.
მეტროს შესასვლელთან შევჩერდი, ისიც გაჩერდა, მე განვაგრძობდი:
------ახლა გამოვედი სამსახურიდან, სახლში სიცივე, სიმარტოვე და (კინაღამ სიბნელე ვთქვი , 90-იანების რეტროსპექტივა)  ..მოწყენილობა..სევდა...სევდა!...
მოვბრუნდით და სეირნობა  დავიწყეთ, მე მას ვაკვირდებოდი, ვცდილობდი ფეხი ამეწყო, (რაც ძალიან მნიშვნელოვანია !) მაგრამ ის საქონელივით მიაბიჯებდა,  მისი ფეხები და მკერდი  კი  პლანეტა იუპიტერის სიმძლავრით მიზიდავდა....და ვნებდებოდი ამ მიზიდულობას , ვნებდებოდი.
იქვე ერთ პატარა კაფეში დავჯექით, მარშრუტკის მძღოლები რომ სადილობენ ხოლმე....მან სათვალე მოიხსნა, ტაფისოდენა ტელეფონი ამოიღო  თითი გადაუსვა....
    ტელეფონის ეკრანი  განათდა  ...თვალი გავაპარე  და  ვიღაც მამაოს  ფოტო დავინახე,  მამაო  გაჯგიმულიყო    და გვერდს  ქალბატონი უმშვენებდა  თავშალში...ორივეს სახეზე უაზრო ნეტარება ეწერათ....სადღაც , შორს, ზეცისკენ იყო მიმართული მათი მზერა...უკან, ფონზე, ტაძრის გუმბათი მოჩანდა.....და მე გამიკვირდა როგორი პროფესიონალი უნდა ყოფილიყო ფოტოგრაფი რომ ყველა ეს სიწმინდე  ერთ ფოტოში მოექცია !
...მაგრამ, სანამ მე ამ მიწიერ  სისულელეებზე ვფიქრობდი, მან უკვე  18-ე ხინკალი გადასანსლა და 2 ბაკალი ლუდიც მიაყოლა!... უკვე უადგილო იყო  შემეხსენებინა რომ მარხვაა...კიდევ ერთი ბაკალი მოითხოვა, ცოტა მოსვა, მერე მაგიდამ ოდნავ კანკალი დაიწყო  მივხვდი...ცოტა ითმინა, ბოლოს  ადგა, ხელჩანთაც აიღო  და ტუალეტისკენ გაეშურა ბანცალით, მანამდე დაიხარა ჩემსკენ, ხინკლის და ლუდის არომატი შემომაფრქვია და ბოყინით  მითხრა:
--ახლავე მოვალ...
რომ დაბრუნდა, ისეთი სახე ქონდა, თითქოს ახლახანს ტიტანიკის ჩაძირვას უყურა ლაივში....
ვიფიქრე , საკმარისად შეთვრა, მოდუნდა,  ახლა დადგა მეთქი მომენტი და ყველაფერს ვეტყვი.
კაფე-ს ხმაური რომ გადამეფარა, არ გამოდიოდა, ყვირილს ხომ არ დავიწყებდი...ამიტომ თავი დავხარე , ისიც მოიწია....

 
.............................................................................................................



...საყვარელო!...წამოდი ჩემთან....ჯერ 1965 წლის ბორდოში ვიბანავებთ, მერე  ბითლზების "ყვითელი წყალქვეშა ნავი"-ს ჰანგებზე  დამნებდები, ოღონდ ცოტა უნდა გამიძალიანდე....ხოლო შემდეგ.... მთვარის შუქზე შექსპირის პირველ და 39-ე სონეტს წაგიკითხავ.....მერე კი....მერე კი....
..იცით რა არის ცუნამი?...ალბათ, და მიწისძვრა?...ახლა ორივე ერთად?...აბა?..წარმოიდგინეთ, წარმოიდგინეთ! აი ეს მივიღე პასუხად.
ასეთი რომანტიული შეთავაზების პასუხად!..
ო ღმერთო...
   


.................................................................................


სახლში გვიან დავბრუნდი, დიახ, მიხვდით, ჰო!....რა თქმა უნდა მარტო!  იმ საძაგელ ქალს უცებ ისევ  გაახსენდა რომ მარხვაა......ქარი იოგურტის ქილებს და სიგარეტის კოლოფებს მაყრიდა ზურგში..ყეფდნენ ძაღლები , ხეები და სარეკლამო ბანერები საზარლად ჭრაჭუნებდნენ...ამან სევდა მომგვარა...ლიფტიც  ირწეოდა რიტმულად და ისიც ჭრაჭუნებდა....
რომ მივედი, დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, კედლის იქითაც ჭრაჭუნი მესმოდა....ეს მეტისმეტი იყო....მეზობელი ანზორი  დროს ტყულად არ კარგავდა...
--შეენც , ანზორ?....--აღმომხდა მე...--შენც არ იცავ მარხვას?...არც შენი ცოლი...გადამრევთ უკვე რააა...
ამის მერე ვიჯექი და ვსვამდი....ჭრაჭუნი აღარ მესმოდა, რადგან  მუსიკა ჩავრთე, ბახის ქორალური პრელუდია .....ზუსტად 2 საათი და 14 წუთის მერე რაღაცას მივხვდი თითქოს....გავაგრძელე ამ მიმართულებით და.....
და ბოლოს მივხვდი, ყველაფერი კარგადაა!...ასეც უნდა იყოს.
ის ქალი უეჭველი სამოთხეში მოხვდება , მე კი ფსიქიატრიულში........



ს.ნ. 2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს