ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: იუმორისტული
21 ნოემბერი, 2008


:):):)

შენ ყოველ დილით მეხვეწები-
ცოტაც დარჩიო...
მთელი სხეულით ხარბად იწოვ
ჩემს სითბოს მარაგს,
გაფართოებულ ნესტოებით-
ჩემი თმების სუნს...
შენნაირად არვის ვუყვარვარ...
მე კი გაგირბი,
და ახლაც, შენს თბილ ჩახუტებას
უგულოდ ხელს ვკრავ,
ან უბრალოდ- გულგრილობის
ნიღაბს ვიფარებ...
არადა, მხოლოდ შენთანა ვარ
ჩემივე თავი,
შენ ერთადერთი მიცნობ ასე ბუნებრივს და
სულგანაშიშლებს,
შენთან არასდროს არ მრცხვენია-
არც ცრემლების, არც ოცნებების...
მაგრამ დღის შუქზე
ბევრი რამე ეწირება მოვალეობებს,
და დღესაც, როცა
მზე ფანჯარას შუბლზე აკოცებს,
შენს გამთბარ სხეულს შემორჩება
ნატურალურ ბოჭკოებში შეჟღენთილი
ჩემი სურნელი,
საყვარელო - ჩემო ბალიშო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები