| ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 15 იანვარი, 2014 |
ლაო ძი - ქრისტეშობამდელი ქრისტიანი
ამბობენ, რომ კაცობრიობას მემკვიდრეობით გადაეცემა გონებრივი და სულიერი მიღწევები. სხვადასხვა კულტურა ერთმანეთისგან სესხულობს მეტაფიზიკურ წარმოდგენებს, ფილოსოფიურ შეხდულებებს. მარადიულ ღირებულებათა, ზნეობრივ-ეთიკურ კატეგორიათა ძირეული მცნებები ვრცელდება კაცობრიული ცივილიზაციის ერთი ორგანიზმიდან მეორეში. მაგალითად: ცნობილი ფაქტია, რომ ყველა დიდი რელიგიის საფუძველს ჰუმანიზმი და სიყვარული წარმოადგენს. ამ მოსაზრებას სხვაგვარ ინტერპრეტაციას მივცებდი: ათასწლეულებში იბადებიან ერთეულები, ვისაც შეუძლიათ გონების ძალით დასძლიონ სამგანზომილებიანი, ხილვადი სამყაროს საზღვრები და დაინახონ ის, რაც არსებობს რეალურად, მაგრამ დანარჩენებს, წარმავალ მოვლენათა მრავალფეროვნებაზე მიჯაჭვულებს, არ შეგვიძლია გაღწევა ჩვენი მიკროსამყაროდან და მხედველობის ორგანოებით მისი აღქმა. ჩვენ მხოლოდ ვარაუდები და წარმოსახვები ხელგვეწიფება. ერთეულებს მიეცათ უნარი ნივთიერი სახით იხილონ ჩვენი ღმერთთან და მარადიულობასთან დამაკავშირებელი რგოლი - ზნეობრვ-მორალური კატეგორიები, კანონზომიერება, რომელიც ჩვენთვის არანივთიერ, უხილავ მარადიულ ღირებულებათა სამყაროს წარმოადგენს და რომლის მიღებაც ადამიანებს სამყაროს ორგანულ ნაწილებად გვაქცევს. ადამიანური თვისებაა: როცა მშვენიერ მწვერვალს ხედავ, შეუძლებელია აღფრთოვანება უხმოდ გადალახო, არ გაუზიარო მას, ვისაც მისი დანახვა შეუძლია, ამ მიზეზით, მინდა საკუთარი შეხედულებები გიამბოთ "დაო დე ძინი"-ს შესახებ, რომელიც, ბევრი წლის შემდეგ, მისი ხელახლა აღმოჩენით მივიღე
წიგნის მნიშვნელობის შესახებ მოვიყვან რამენიმე ციტატას, “დაო დე ძინის” ლერი ალიმონაკის თარგმანის შესავალი ნაწილიდან: “ამ წიგნს კაცობრიობის მარადიული საგანძური უწოდეს.”(ლ.ა) “დაოდე ძინი, დაოს მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე დაუშრეტელი წყარო იყო ფილოსოფოსთა და მორწმუნეთათვის, პოეტთა და მხატვართათვის.”(ლ.ა) “ “დაო დე ძინი” (როგორც მეტაფიზიკური სისტემა) წაროადგენს თანამიმდევრულ და მთლიან მოძღვრებას ერთიან უმაღლეს არსებაზე. მსგავსად ბერძნული ფილოსოფიისა, სადამდეც იგი თავის აყვავების ხანაში ამაღლდა. მაგრამ ლაო ძის უპირატესობა ის არის, რომ მან ერთმა, საკუთარი გონების ძალით, განავითარა მოძღვრება, რა მწვერვალამდეც ბერძნული ფილოსოფია მხოლოდ ერთიანი ძალითა და ისტორიული განვითარებით მივიდა.” (დ. კონისი. რუსულ ენაზე მთარგმნელი.) ქრისტემდე VI სუკუნეში ლაო ძიმ განავითარა მოძღვრება, რომლიც მორალურ ასპექტებში იდენტურია სახარებისეული მცნებებისა. ამის სადემონსტრაციოდ ლაო ძის რამდენიმე აფორიზმიც კმარა: "სიკეთე მიაგე მოძულეს შენსას.” “უფრო დიდი უბედურება არფერია - გძულდეს შენი მტერი. მტრის სიძულვილი ვნებს დაოს.” "კეთილსაც სიკეთეს მივაგებ და უკეთურსაც სიკეთეს მივაგებ" ყოვლადბრძენი ამ სიკეთით შეიქმს უმაღლეს სათნოებას. " "ერთგულთაც ვუერთგულებ და ორგულთაც. ამ ერთგულებით შეიქმს უმაღლეს სათნოებას.” "ვინცა ზეიმობს გამარჯვებას - ზეიმობს კაცთაკვლას. " "ნუ იბრწყინებ, ვითარცა ბრილიანტი, იყავ უბრალო, ვითარცა ქვა." - ადვილი ამოსაცნობია ჯვალოთი შემოსილი ქრისტესმიერი უბრალოება, რომელმაც თავმდაბლობის ღვთიური თვისების სადემონსტრაციოდ ფეხები დაბანა მოწაფეებს. აი, კიდევ ერთი თვალსაჩინო პარალელი: “რასაც მიაგებ, იგივეს მოგაგებენ.”- ლაო ძი “რომელი საწყაულითაც მიუწყავ, იმითივე მოგეწყოს.”- სახარება. დამთმენელობა და სურვილების დათრგუნვა, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანულ რელიგიაში, ლაო ძისთანაც პრინციპულად მნიშვნელოვანია: “უკეთურებაა ხორცით ნეტარება. სულიერებაა ვნებათა დამორჩილება.” “ჭეშმარიტად: მხოლოდ ის ეზიარა მარადიულს, ვინცა გაიბუნება სიწმინდე და უბრალოება, ვინცა შეიზღუდა სურვილები და დაიცხრო ვნებები. ვინცა უარყო ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება. “ ლ. ალიმონაკის თარგმანის შესავალში ნათქვამია, რომ დაოს გაიგივება ღმერთთან არაფრით არ შეიძლება. ალბათ ასეა, თუ ღმერთს თეთრწვერა მოხუცის სახით წარმოვიდგენთ, მაგრამ, თუ ღმერთი წარმოგვიდგება, როგორც თვით სამყარო, მისი მამოძრავებელი, მისგავნ შექმნილი კანონზომიერებანი, მაშინ დაო და ღმერთი ერთი და იგივე მცნებებია. მაშ, რა არის დაო, თუ არა სული წმინდა, ღმერთის მომქმედი ძალა, რომელიც “ყოველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა მისითა.” დაო ყველგანაა განფენილი, ყველგან მიმოიძვრის. ყველაფრის უმოქმედობით (ადამიანური გაგებით.) შემქმნელია. დაო დროის გარეშე არსებული, მარადიული სუბსტანციაა. “მე არ ვუწყი სახელი მისი, გარეშემოვწერ და დაოს ვარქმევ.”- ამბობს ლაო ძი. “ვუმზერ და ვერ ვხედავ. ამიტომ ვუწოდებ უხილავს. ვუსმენ და არ მესმის. ამიტომ ვუწოდებ უხმოს. ველტვი და ვერ ვწვდები. ამიტომ ვუწოდებ დაფარულს.აუხსნელია ამ სამთა კავშირი. ერთიანია ამ სამთა კავშირი.” "იგი არის რასაც ქვია: სახე არასახიერისა; ხატი არახატიერისა." “ყოველი არსი მისგან იშვის და მასშივე მიიქცევა.” “იგი დაუსაბამოა. დაუსაბამოა და არავინ უწყის სახელი მისი. იგი კვლავ არყოფნას უბრუნდება.” "ყოველი არსი ყოფიერმა შვა, ხოლო ყოფიერი - არყოფნამ." ყოფიერის და არყოფნის, ხილულის და უხილველის ერთიანობაა დაო. მისი სიღრმისეული აღქმა, ყოფიერის და არყოფნის, სიკვდილს და სიცოცხლის ერთი სუბსტანციის სხვადასხვა საფეხურებად, ერთი ჯაჭვის შემადგენელ რგოლებად ხედვა მას შეუძლია ვინც ზნეობრივი სრულქმნისკენ ილტვის, ვისაც გნურჩევლად უყვარს ყველა სულდგმული. ლაო ძის ენით: ვინც უმაღლეს დეს ფლობს და ამასთანავე არ მედიდურობს ამ განძის ფლობით, თავის თავს არ თვლის ამის გამო არც ერთ არსზე აღმატებულად. უფრო მეტიც, მან არც კი იცის თუ რა სიდიადეს დაუფლებია: "ვინც უმაღლეს დეს ფლობს, არაფერი უწყის ამის შესახებ. ამიტომ ფლობს უმაღლეს დეს." სწორედ ასეთი ბავშვური უბრალოებით აღჭურვილი პიროვნება უერთდება მარადისობას - დაოს. ისევე როგორც სახარების მიხედვით: ცათა სასუფეველი ბავშვური გულით დაიმკვიდრება. "დაო დე ძინი" ლევ ტოლსტოისაც უთარგმნია რუსულ ენაზე. "წიგნი გზისა." - ასე უწოდებდა იგი ამ მოძღვრებას და სურდა რუსი ხალხი ეზიარებინა ამ უდიდესი სიბრძნისთვის. მისი “აღდგომა” ლაო ძისეული სენტენციების განვითარებაა. წიგნში ასახულია, თუ როგორ აუბედურებენ ადამიანებს ბიოროკრატიული წესები და კანონები, ყოველივე, რაც ეწინააღმდეგება მის ბუნებითობას. (ბუნებითობაში ლაო ძი გულისხმობდა ადამიანის სულის პირველქმნილ, ადამისეულ უბრალოებას და სიალალეს.) ამ მოსაზრების გასამყარებლად რამდენიმე მაგლითს მოვიყვან: "იდეალური წესრიგი და თანხმობა ყოველგვარი წესების უარყოფით მიიღწევა." “რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.”- ამბობს ლაო ძი. ტოლსტოი კი “აღდგომა”-ში ერთ ადგილას წერს: “შესაძლოა საჭიროს იყოს ხელოვნურად ჩამოქნილი ფერდობების ფილაქნით დაფენა, მაგრამ სამწუხარო სანახავია მცენარეებს მოკლებული მიწა, რომელსაც შეეძლო წარმოეშვა ბალახი, ბუჩქნარი, ხეები. იგივე ხდება ადამიანთა შორისაც: შესაძლოა საჭირონი არიან ჩინოვნიკები, მაგრამ საშინელი სანახავია ხალხი, მოკლებული უმთავრეს ადამიანურ თვისებას – ერთიმეორის სიყვარულს და სიბრალულს.” ტოლსტოი, თავისივე თარგმანის შესავალში (რომელიც მთლიანად აქვს მოყვანილი ლ. ალიმონაკს აღნიშნულ წიგნში) ამბობს: “ერთადერთ გზა , რისი წყალობითაც ადამიანი შეერწყმის ღმერთს, არის დაო. დაო ხომ ყოველივე ზედმეტის, ხორციელის დათმენით შეიმეცნება… ასევე, იოანეს პირველ ეპისტოლეში ადამიანის ღმერთთან შერწყმის საშუალება არის სიყვარული.სიყვარულიც ისევე, როგორც დაო მიიღწევა ყოველივე ხორციელის და პირადულის დათმენით." სხვადასხვა გარეგნული ატრიბუტებით და წესების სიუხვით არც ქრისტე ზღუდავდა ადამიანებს. გვახსოვს: როგორ გააცამტვერა ფარისეველთა დოგმა, რომ შაბათს ყველანაირი საქმიანობა, მათ შორის სიკეთის ქმნაც კი დაუშვებელი იყო; როგორ ეწინააღმდეგებოდა ის ფარისეველთა ფუჭსიტყვაობას და ცრუგადაგებებს. "შენი "ჰო" იყოს ჰო და "არა" იყოს არა. რაც ზედმეტია - ეშმაკისეულია." ფუჭსიტყვაობის შესახებ ლაო ძი ამბობს: "ჭეშმარიტი სიტყვა რ არის ლამაზი. ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი." უშუალოდ ქრისტესგან ნათლობა და ზიარების მიღება - მხოლოდ ეს რიტუალები დაუწესდა კაცობრიობას. ეს მისი ცადამაღლების შემდეგ დაიყვნენ ადამიანები მართლმორწმუნეებად და მწვალებლებად, იმისდა მიხედვით, ვინ რა რიტუალს ასრულებდა, ღმერთის სადიდებლად და იმ უფლების ინტერპრეტაციით, რაც იესომ მიუძღვნა მათ: "რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ზეცაშიც." ასევე ლაო ძიც უარყოფდა ადამიანთა შეზღუდვას წესების და რიტუალების სიუხვით. "აღკვეთეთ ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება და ასგზის ბედნიერი იქნება ხალხი." ისევე როგორც იესო, თავისი სიდიადსა და შინაგანი თავისუფლების მიუხედავად მორჩილებას გამოხატავდა იმ წესების მიმართ, რომელების ღრმად იყო დამკვიდრებულ ყოფით ყოველდღიურობაში, ( "მიაგეთ კეისარს კეისრისა".) ლაო ძიც მორჩილებას სულიერების მაღალ საფეხურად განიხილავდა: "უმაღლესი სათნოება - მორჩილებას მიელთვის." "მორჩილება მოკრძალებას ბადებს და კრძალულნი მორჩილებენ ერთურთს." უმოქმედობა “დაო დე ძინში” განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უმოქმედობის მცნებას. ერთი შეხედვით, სხვადასხვა თავებში გაბნეული შეგონებები უქმად ყოფნას ქადაგებენ: “ისეთი რაა, უმოქმედობა რომ არ იქმოდეს” “დაო უმოქმედოა და იქმს” “დაო ბუნებითი იქმს და უძრავია. დაო ბრძენთა იქმს და მდუმარეა.” უფრო ღრმად თუ გავეცნობით "დაო დე ძინს" მივხვდებით, რომ ეს მცნებები არ გვასწავლიან გულხელდაკრეფილნი ვტკბებოდეთ დაოს მშვენიერებით, მისი წყალობით და სამაგიეროდ არაფერი გავცეთ. მოქმედებაში ლაო ძი გულისხმობს მზვაობრობას, დაოს კანონზომიერების საწინააღმდეგო ქმედებას. თუ შემდეგ მცნებებს გავაერთიანებთ, მივიღებთ მოსაზრებას, რომ ადამიანთათვის მხოლოდ ის ქმედებებია დაოსგან დაშვებული, მასთან გამაერთიანებელი, რომელიც თავისუფალია მძლავრობისგან, რომელსაც სიმშვიდე მოაქვს ყველასთვის. “სათნოება ქმედებისა , სიმშვიდეს მიელტვის.” “აი, რად ვუწყი: უძრაობა რომ ძირია მოძრაობისა. სამყაროში მცირენი თუ ეუფლებიან სიბრძნეს - დუმილით; მოქმედებას უმოქმედობით.” “ვინცა ჭეშმარიტად ძლიერია, არ მძლავრობს.”
შემდეგი წამყვანი მცნება ლაო ძისთან სიცარიელეა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რა კომენტარი დავამატო?
მე ეგ წიგნი სამი მაქვს: ერთი სამსახურში (რუსული), ერთი იმერეთში (ანუ სოფელში, როგორც ბავშვები ამბობენ) და ერთიც სახლში (სამივეს უკვე ფურცლები გაეცრიცა)... გამოცემით კი გამოიცა მეორედ სადღაც მოვკარი თვალი წელი არ მახსოვს როდის....
კარგია და დროული რა კომენტარი დავამატო?
მე ეგ წიგნი სამი მაქვს: ერთი სამსახურში (რუსული), ერთი იმერეთში (ანუ სოფელში, როგორც ბავშვები ამბობენ) და ერთიც სახლში (სამივეს უკვე ფურცლები გაეცრიცა)... გამოცემით კი გამოიცა მეორედ სადღაც მოვკარი თვალი წელი არ მახსოვს როდის....
კარგია და დროული
4. ისეტი საინტერესო იყო, სიამოვნებით ჩავიკითხე.ვეთანხმები ლუტეციას:)5 ისეტი საინტერესო იყო, სიამოვნებით ჩავიკითხე.ვეთანხმები ლუტეციას:)5
3. მადლობელი ვარ წაკითხვისტვის, ლუტეცია. მადლობელი ვარ წაკითხვისტვის, ლუტეცია.
2. ძალიან, ძალიან საინტერესო იყო, ქალბატონო ლელა! რაც უფრო მეტი დაიწერება ასეთი საინტერესო და კარგად ჩამოყალიბებული რელიგიურ-ფილოსოფიური ნაშრომები, და რაც მეტი წაიკითხავს, მით უკეთესი. დაველოდები მომდევნო ნაწილს! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! ძალიან, ძალიან საინტერესო იყო, ქალბატონო ლელა! რაც უფრო მეტი დაიწერება ასეთი საინტერესო და კარგად ჩამოყალიბებული რელიგიურ-ფილოსოფიური ნაშრომები, და რაც მეტი წაიკითხავს, მით უკეთესი. დაველოდები მომდევნო ნაწილს! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
1. "დაო დე ძინი"- წიგნი გზისა და სათნოებისა არც ისე პოპულარული ყოფილა ახალგაზრდობაში. ძალიან ცუდი!
ეს, ალბათ იმის ბრალია, რომ ეს წიგნი (რამდენადაც ვიცი) 1989 ლის მერე აღარ გამოცემულა. "დაო დე ძინი"- წიგნი გზისა და სათნოებისა არც ისე პოპულარული ყოფილა ახალგაზრდობაში. ძალიან ცუდი!
ეს, ალბათ იმის ბრალია, რომ ეს წიგნი (რამდენადაც ვიცი) 1989 ლის მერე აღარ გამოცემულა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|