ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2014


პოეტს...(ნიკოლოზ ბარათაშვილს)



ყველაფერს დაიწყებ თავიდან!... ან, იქნებ, ფიქრობდი:
მოგეცა უფლება, რომ ღამე მარტოკას გეთია...
მუსლიმი მთვარეა, მოლა და ნამაზის სინქრონი,
ათასი კაციდან, ნაცნობი, სულ ალბათ,  ერთია.

გალოკა ტალღებმა მტკვრის ლამზე ნაჯღაპნი ბარათი.
მელანი არ იყო,....ან იქნებ გეწერა სისხლით და
ირგებენ გინებას სუყველას  დედები ამათი! -
გულში რომ გირტყამდნენ მჯიღით და მიჯნამდე, მიჯრიდან.

არ სდიო, თვითონ გსდევს! - წერა ვერ წაუვა სუიციდს.
დაგწყევლის ტაძარი და მერე ამათი მოჯახეთ...
ყოველთვის ადრეა, დრო კიდევ სულ ცოტას მოიცდის.
დატოვე ყველა და დატოვე იქ შენი ოჯახი.

დამთავრდი, ერთ წუთში კაეშნად ნაქცევი ქარიზმით.
სად მიხვალ?- რა გინდა ან სულაც, ობლობას რა გრჯიდა....
დუმილი... დუმილი.... დუმილი... სუნთქვით  რომ გარითმე.
ნაქარალ ტკივილებს ფილტვებით მოიტანს განჯიდან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები