ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2014


ჯერ არ არსებულს

ჯერ არ ჩასახულიც,
ჯერ არ ნაფიქრალიც,
სიცოცხლეს ვუმღერდი დითირამბს...
ასე  ავუჩუყე გული ცა-მტირალას.
მანაც მხოლოდ წამომიტირა...

წამოცრემლებაა ეს სიცოცხლე იქნებ
პირის დასაბანად მზისათვის...
ჰოდა, რადგან ვიცი, მალე გადაიღებს
მინდა მხოლოდ შენთან ვიწვიმო!
ისე ვიწოვ შენგან მაქსიმალურ სითბოს,
როგორც ცხელი ჩაის ფინჯანით...
(მონდომებით ვატევ ორი ხელის თითებს)
ვცდილობ მთელი დოზით მიგიღო...

ისე ცხელი იყოს მინდა ეს გრძნობა, რომ
სულ სულის შებერვას ითხოვდეს,
ისე ვერ გითმენდე, რომ გამომეპაროს
და თუნდაც ტუჩებიც დავიწვა...
თუ მკრეხელობაა ის ღამის ტროპარი
ოცნებების დროს რომ ვიტყოდი,
მაშინ გევალება სულის მეგობარო,
ღმერთთან თავდახრილიც დამიცვა...

რა ჩემი ბრალია თუკი ელექსირი
სისხლში თავისთავად შედედდა..
და ამ ოცნებებით ისე გავიტოტე
საცაა გავუსწრებ ბაბილონს...
რა ჩემი ბრალია თუკი მელექსება...
არ ვჩქარობ ჯერ მისვლას მე ღმერთთან!
მიშუამდგომლე, გთხოვ და არ მიმატოვო,
ენები რომ აღარ არიოს...

ჯერ არ დაბადებულს, დედის არიამდეც,
რადგანაც სიცოცხლე მინდოდა,
აჰა, წამომწინწკლა ცამ და დაგაბარა
რომ მიწას შენ გადაეფინო...
და თუ მე ვიქნები შენი არიადნე,
ვისითაც ამარცხებ მინოტავრს,
მაშინ ნუ დაუშვებ, ბედის ანაბარას
სიკვდილ-სიცოცხლე რომ მეტკინოს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები