ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2014


***

ქარს სადღაც მიჰქონდა ჩვენს შორის ჩამწყდარი ხიდები,
ფილტვები ნასესხებ (შენს) ჰაერს ძაღლივით ხრავდნენ...
ვიდექი იმედის და სასოწარკვეთის  კიდეზე,
სიცოცხლე უზომოდ ნაცნობ მარტოობით ყარდა...

ბგერასაც ვერ ძრავდა კივილგადამცდარი სასულე,
როცა ჩემს ჰორიზონტს ფარავდი მიმავალ ზურგით.
და გერქვა ყველაზე სასტიკი სახელი - წარსული,
და მსურდი, უზომოდ, ნატვრააუხდენად მსურდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები