ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 იანვარი, 2014


რამდენიმე მოსაზრება "დაო დე ძინი"-ს ირგვლივ (II ნაწილი)

შემდეგი წამყვანი მცნებაა სიცარიელე.
სიცარიელე აღმოსავლურ კულტურაში სულ სხვა დატვირთვას ატარებს, ვიდრე ჩვენ გვესმის. იგი, ამა თუ იმ ნივთში მოქცეული და განფენილი დაოს გამოვლინებაა. ის აძლევს ყოველ ნივთს თავის არსს, დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას:
“ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს, მაგრამ ბორბლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.”
“ჭურჭელს თიხისაგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლია არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.”
“ კარ ფანჯრებს კედლებში ჭრიან, მაგრამ სახლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.”
სიცარიელე დაოს - ღვთიური სულის ის მდგომარეობაა,  როცა ის არ არის ხილული და განსხეულებული.
“უდიდესი სისავსე სიცარიელეს ჰგავს, მაგრამ მისი მოქმედება ამოულეველია.”
“დაო ცარიელია. ცარიელია, მაგრამ ამოვლინებისას ამოულეველია.”
ადამიანთან მიმართებაში კი “სიცარიელე ისეთი მდგომარეობაა, როცა გონება არ გაიცდის არანაირ შეზღუდვას.”(ლ. ალიმონაკი)
                            ცოდნა
ლაო ძისეული აფორიზმების თავისებურ ინტერპრეტციებს ბევრ გენიოსთან შეხვდებით. თითო პარელელიც საკმრისია, რომ დავრწმუნდეთ: ჭეშმარიტება მარადიულია და არ იცვლება.
"ვინცა ფიქრობს ყოველივე ვუწყიო, არა უწყის რა."
ამ მოსაზრების ყველაზე ცნობილი  ფორმულირება  სოკრატეს ეკუთვნის:
"მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი."
" ვინც ცდილობს გაიმრავლოს ცოდნა: დღითიდღე იმცირებს ცოდნას."(ლაო ძი)
ძნელია არ დაეთანხმო.
რაც უფრო მეტს კითხულობს ადამიანი, რაც მეტ ინფორმაციას ითვისებს მისი ტვინი და რაც მეტ გონებრივ სიმაღლეებს წვდება, მით უფრო მძაფრად ეუფლება ინტელექტუალური შიმშილი, მით უფრო მეტ სფეროს აწყდება, რაც მისთვის უცნობი და საინტერესოა.
ლაო ძის მრავლად აქვს ურთიერთწინააღმდეგობრივი აფორიზმები ცოდნის შესახებ;
“ყოვლადბრძენი ხელმწიფებს და…. ნიადაგ იმას მიელტვის ხალხს რომ ცოდნა და ვნებები არ ამწუხრებდეს.” –
ცოდნა ამწუხრებს.(?) – გარკვეული თვალსაზრისით და გარკვეული განწყობის ზემოქმედებით შეიძლება სიმართლედ ვაღიაროთ. ჰიუგოს სიტყვებს დავიმოწმებ, "ოთხმოცდაცამეტი წელი”-დან: “ უმეცარი ნეტარ წყვდიადში იმყოფება.” 
ზოგ ფილოსოფოსს უღიარებია, რომ ლაო ძი ცოდნის შეძენას ეწინააღმდეგებოდა (“მოაზროვნე და შემმეცნებელი გონება დაოს მდგომარეობის საპირისპირია.”( ვ. სოლოვიოვი.))
  მაგრამ  არსებობს ამ მოსაზრების გამქარწყლებელი აფორიზმებიც:
“ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება; "კაცთმოყვარეობა" და "სამართლიანობა"; ცბიერება და სიხარბე, სამივე ცოდნის უკმარისობით წარმოდგება.”
"ვინც ეძიებს ცოდნას - დღითიდღე იმდიდრებს ცოდნას"
“სახლიდან გაუსვლელად ეგების სამყაოს შეცნობა. სარკმლიდან გაუხედავად ეგების სამყაროს ჭვრეტა.”
ამ სიტყვებში არ ჩანს ცოდნის უსარგებლობის ქადაგება.
სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ გამუდმებული კითხვით და გონების წვრთნით თუ შეიმეცნებ სამყაროს. (გარკვეულ დონეზე მაინც.) და ეს ვის ეცოდინებოდა ლაო ძიზე კარგად.

                          დუმილი
ლაო ძის ეკუთვნის ყველაზე ბრძნული გამონათქვამები დუმილის მცნებაზე:
“ ჭეშმარიტებას არ სჭირდება ღაღადი.”
“ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს. უმეცარი - უმეცრებას და ქადაგებს.”
“ბრძენი დუმს და დუმილით გვმოძრვრავს.”
"ვინცა ნაწრთობია მჭევრმეტყველებში-დუმს."
რაღა თქმა უნდა ეს მცნებები სრული მდუმარებისკენ არ მოგვიწოდებს. მნიშვნელოვანია ოქროს ზღვარის პოვნა დუმილსა და უხვსიტყვაობას შორის:
“ვინც ბევრს ქადაგებს, მარცხდება. ზომიერებაა ყველაფრის ძირი.

          განურჩევლობა ლაო ძისთან
ლაო ძი თვლის, რომ უმაღლესი ზნეობა და სათნოება (უმაღლესი დე) განურჩევლობას ელტვის. იგი ამ კატეგორიების მფლობელს ყოვლადბრძენს უწოდებს.
ყოვლადბრძენი ასაა: ვისაც ერთნარად უყვარს ყველა სულიერი: კეთილიც და ბოროტიც, მახინჯიც და მშვენიერიც; ვინც ერთნაირ პატივს მიგებს ბრძენსაც და სულელსაც, დიდსაც და მცირესაც.
"ყოვლადბრძენი არ ფლობს კაცთმოყვარეობას, მისთვის ერთია ქალი კაცი, თუ ჩალის ძაღლი."
იქ, სადაც იწყება ადამიანის სხვადასხვაგვარი დამოკიდებულბა სხვადასვა არსის მატარებლის მიმართ, ამ დამოკიდეულებას ერქმევა სხვადასხვა სახელი: კაცთმოყვარეობა და კაცთმოძულეობა, სამართლიანობა და უსამართლობა, სიკეთე და ბოროტება.
შესაძლოა ყველა შემთხვევის აბსულუტური და უტყუარი საზომი არც ერთი მცნება  იყოს, მაგრამ აფორიზმის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად საკმარისია გარკვეულ სიტუაციებში მისი ხორცშესხმაც.
უმარტივეს მაგალითს მოვიყვან: როცა ქუჩაში, ჩვენს თვალწინ ადამიანს გული შუწუხდება და წაიქცევა, კარგ საქციელად მივიჩნევთ, რომ მივიდეთ და დახმარება გავუწიოთ. გამოდის, რომ თუ გულგრილად ჩავუვლით ჩვეულებრივი საქციელი ყოფილა, ხოლო ცუდი – თუ წაქცეულს წიხლს ვუთავაზებთ.
თუ დახმარებას ჩვეულებრივ, ნორმალურ საქციელად განვიხილავთ, ყველაფერი თავის ადგილას იქნება.
იგივე შეიძლება ითქვას სხვადასხვა სახის გმირულ საქციელზე: თუ გმირი არ ვიქნები, ვიქნები ჩვეუებრივი ადამიანი, საშუალო რგოლი გმირსა და ლაჩარს შორის.
მაღალი ზნეობის დასამკვიდრებლად უკეთესი იქნება, თუ გმირობასაც ჩვეულებრივ საქციელად განვიხილავთ. მესამე რგოლი ყოველთვის ორი წინამდებარე რგოლის არსებობისას ჩნდება.
აი, ეს ულამაზესი და უღრმესი ფორიზმებიც:
“უმაღლესი სათნოება წყალს ჰგავს. წყალს წყალობა მოაქვს ყოველი არსისთვის. წყალობა მოაქვს და არ თიშავს (არ არჩევს) ერთმანეთისგან.”
“ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში: მშვენიერი რომ მშვენიერია, იშვა სიმაახინჯეც. ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში, სიკეთე რომ სიკეთეა, იშვა ბოროტებაც.”
“ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს და ხალხში მოისპობა შური. ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს და მოისპობა პარვა კაცთა შორის.”
“ნუ წარმოაჩენთ სურვილთა აღსაძრავს და არ იბობოქრებს ხალხის გული. “
“ოდეს უარყვეს დიადი დაო კაცთმოყვარეობა და სამართლიანობა იშვა.”

ლაო ძი ის ბრძენთანბრძენი იყო, ვინაც თვლიდა, რომ “იშვიათი ვინთები აუბედურებს კაცს,” ამიტომ “დაფარულს მიელტოდა და არა ხილვად მშვენიერებას; არსისმიერს დაიუფლებდა და გარეგანს უკუყრიდა”;  შეცნობილიჰქონდა საკუთარი თავი გათავისებული ჰქონდა დაო. (შეიცან თავი შენი და შეიცნობ სამყაროს.) ამის გამო არ არის გამორიცხული, რომ მას წინასწარმეტყველების უნარი ჰქონოდა და ქრისტე ეწინასწარმეტყველებინა. სწორედ ამას ვხედავ შემდეგ სტრიქონებში:
“სუსტი სძლევს ძლიერს. რბილი სძლევს მაგარს.
ცისქვეშეთში არავინაა ეს რომ არ უწყოდეს. მხოლოდ რჩეულნი მიელტვიან მის აღსრულებას…
ვინცა გაცოდვილდა მთელი ქვეყნის ცოდვით, გაწინამძღვრდა ცისქვეშეთში. ვინცა დაიტანჯა მთელი ქვეყნის ტნჯვით, გამეუფდა ცისქვეშეთში.”
ლაო ძი რომ დაფარულს ხედავდა, ერთი სტრიქონიც მაფიქრებინებს.
“უდიდესი ხმა უხმოა.” შესაძლოა აქ ის უფლის ხმას გულისხმობდა, რომელიც სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ მას ინტუიციურად სცოდნოდა ულტრაბგერებისის შესახებ – ბგერების, რომლის მაღალ სიხშირესაც  ადამიანის ყური ვერ აღიქვამს და რომლის არსებობაც მეცრამეტე საუკუნეში დადგინდა.

“დაო დე ძინი” ამოუწურავი თემაა, მაგრამ ზომიერების გრძნობა მოითხოვს, რომ შევჩერდე.
მხოლოდ იმ ულმაზეს სტრიქონებს მოვიყვან, რომლებიც ადამიანის რაიმე სფეროში დახელოვნებას შეეხება და რომლებიც მის ავტორს უდიდეს პოეტად წარმოგვიდგენენ:
“ცერებზე აწეულს არ ძალუძს დიდხანს დგომა.”
ვინცა ნაწრთობია სვლაში - კვალს არ ტოვებს.
ვინცა ნაწრთობია მჭევრმეტყველებში-დუმს.
ვინცა ჩარაზვა უწყის - ურდულს არ ხმარობს, მაგრამ რაზავს ისე, გაღება მისი შეუძლებელია.
ვინცა გაკვანძვა იცის - ბაწარს არ ხმარობს, მაგრამ კვანძავს ისე, გამოხსნა მისი შეუძლებელია.”




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები