ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2014


მუნჯი

მე შემიძლია სულაც გავჩუმდე.
ჩავიგუბო პირი მკვდარივით.
ავიღო კოვზით შავი მიწა და
შაქარივით მოვიყარო გამშრალ ენაზე.
შავი ფერი აქვს ყველა დუმილს.
ლოდის სიმძიმე
და ზამთრის გემო.

მე შემიძლია იმდენ ხანს ვდუმდე,-

მიწამ ყლორტები გამოიღოს,
მიწამ ფესვები გამოუშვას,
ჩამეზარდოს ყელში მკერდამდე.
მიწამ ფოთლები გამოუშვას,
მიწამ ნაყოფი გამოიღოს-
მწიფე მარცვლები.
მერე გეგონოს რომ მე მოვკვდი,
მერე გამართლდეს რომ მე მოვკვდი
მერე იცინო.
მერე წამიღონ მიწით სავსე,
მერე დამმარხონ შენით სავსე,-
სავსე სიცივით.

დილით ავიღე კოვზით მიწა
და შაქარივით მოვიყარე გამშრალ ენაზე.

ახლა მუნჯი ვარ.


...


ნადირობა

"ადამიანი კერპი და გაუტეხელი უნდა იყოსო!"-
გისმენ და მხოლოდ თვალები დავრჩი.
გისმენ და თითები დავრჩი.

შენმა ტყვიამ მგლის გული გაიაროს.
შენმა ტყვიამ ღამის სიბნელე გაიაროს.

სანამ ჩახმახს გამოკრავდე,
ღმერთს ახედე.
სანამ სიჩუმეს გამოკრავდე,
ცას ახედე-
ჩვენსავით მარტოა.

...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს