| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2014 |
შესაბრაწი სიცოცხლე კურდღელი კეცზე დავაკარი ... დავკალი და გავატყავე, სტუმართან თავი მოვიწონე. სტუმარმაც თავი მოიწონა, ორივემ, თავი მოვიწონეთ. წითელი ღვინო ჩამოვასხი, ,,ჩაის ჭიქებში” ჩამოვასხი, ღვინო იმიტომ ჩამოვასხი, სიცოცხლე მინდა ვადღეგრძელო. ჩვენი სიცოცხლე ვადღეგრძელო, ამ სადღეგრძელომ გამახსენა, უცებ კურდღელი გამახსენა. რომ დავკალი და გავატყავე. და იგი კეცზე დავაკარი, კურდღელს ხომ ჰყავდა მშობლები, ხომ ჰყავდათ მშობლებსაც შვილები, და ხომ ჰყავდათ ბევრი შვილები, ერთმანეთზე უკეთესები ... მე კი დანაყრებას ვაპირებ, დანაყრებას კარგად ვაპირებ, და მხოლოდ იმიტომ ვაპირებ, რომ ვერ აპირებს კურდღელი. რადგან მე ვარ დედამიწაზე, მბრძანებელი დედამიწაზე. და სხვა რომ იყოს მბრძანებელი, ჩემი და სტუმრის მბრძანებელი, ხომ გააფიცხებდა ,,დევის კეცს” და ,,დევის კეცზე” დაგვაკრავდა, დასანაყრებლად დაგვაკრავდა კურდღელივით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. სიცოცხლე მინდა ვადღეგრძელო. ჩვენი სიცოცხლე ვადღეგრძელო, ეს ხომ მშვენიერიაა და ლექსის აზრი კიდე გადასარევია და მომეწონაა ++ სიცოცხლე მინდა ვადღეგრძელო. ჩვენი სიცოცხლე ვადღეგრძელო, ეს ხომ მშვენიერიაა და ლექსის აზრი კიდე გადასარევია და მომეწონაა ++
14. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც შეაფასა.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც შეაფასა.
13. მე კი დანაყრებას ვაპირებ, დანაყრებას კარგად ვაპირებ, და მხოლოდ იმიტომ ვაპირებ, რომ ვერ აპირებს კურდღელი. რადგან მე ვარ დედამიწაზე, მბრძანებელი დედამიწაზე. და სხვა რომ იყოს მბრძანებელი, ჩემი და სტუმრის მბრძანებელი, ხომ გააფიცხებდა ,,დევის კეცს” და ,,დევის კეცზე” დაგვაკრავდა, დასანაყრებლად დაგვაკრავდა კურდღელივით.
იყო აქ რაღაც საინტერესო :) მე კი დანაყრებას ვაპირებ, დანაყრებას კარგად ვაპირებ, და მხოლოდ იმიტომ ვაპირებ, რომ ვერ აპირებს კურდღელი. რადგან მე ვარ დედამიწაზე, მბრძანებელი დედამიწაზე. და სხვა რომ იყოს მბრძანებელი, ჩემი და სტუმრის მბრძანებელი, ხომ გააფიცხებდა ,,დევის კეცს” და ,,დევის კეცზე” დაგვაკრავდა, დასანაყრებლად დაგვაკრავდა კურდღელივით.
იყო აქ რაღაც საინტერესო :)
12. ჩემთვის ლექსში მთავარი აზრია, ამიტომ ძალიან მომეწონა.. ჩემი შეფასება:2 წარმატებები ჩემთვის ლექსში მთავარი აზრია, ამიტომ ძალიან მომეწონა.. ჩემი შეფასება:2 წარმატებები
11. ჩემთვის ლექსში მთავარი აზრია, ამიტომ ძალიან მომეწონა.. ჩემი შეფასება:2 წარმატებები ჩემთვის ლექსში მთავარი აზრია, ამიტომ ძალიან მომეწონა.. ჩემი შეფასება:2 წარმატებები
10. ეჰ, საწყალი კურდღელიიი ეჰ, საწყალი კურდღელიიი
9. +++++ :))))))) 5 +++++ :))))))) 5
8. ჩვენ ადამიანები ყველაზე დიდი მხეცები ვართ მათ შორის რაც ღმერთს შეუქმნია :) სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გვყავს სხვა მბრძანებელი :) მე მომეწონა, ჩამაფიქრებელია ჩვენ ადამიანები ყველაზე დიდი მხეცები ვართ მათ შორის რაც ღმერთს შეუქმნია :) სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გვყავს სხვა მბრძანებელი :) მე მომეწონა, ჩამაფიქრებელია
7. გმადლობთ. კარგიაყველაფერი კარგად რომ მთავრდება. წარმატებები. გმადლობთ. კარგიაყველაფერი კარგად რომ მთავრდება. წარმატებები.
6. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ .... მე რა უფლება მაქვს ? ;) ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ .... მე რა უფლება მაქვს ? ;)
5. კიდევ ერთხელ გეთანხმებით, რომ შეიძლება არ მოგეწონათ. ბოდიშს გიხდით, ,,ბატონი" რომ დავწერე, ამ ფსევდონიმით ვერაფერს ვხვდები. ისიც ვიცი, რომ შუმერებზე ცუდად ვწერ, მაგრამ ვცადე და ამისთვის ნუ მომკლავთ.
კიდევ ერთხელ გეთანხმებით, რომ შეიძლება არ მოგეწონათ. ბოდიშს გიხდით, ,,ბატონი" რომ დავწერე, ამ ფსევდონიმით ვერაფერს ვხვდები. ისიც ვიცი, რომ შუმერებზე ცუდად ვწერ, მაგრამ ვცადე და ამისთვის ნუ მომკლავთ.
4. ლექსი არ მომეწონა ქალბატონო :) თემური57... ლექსი არ მომეწონა ქალბატონო :) თემური57...
3. ლექსის საინტერესო ფორმაა. მასში გატარებულ აზრსაც ვეთანხმები. ლექსის საინტერესო ფორმაა. მასში გატარებულ აზრსაც ვეთანხმები.
2. მართალი ბრძანდებით ბატონო კახელო, მაგრამ ლექსის ეს სტილი ჩემი მოგონილი არ არის. ის მომდინარეობს უძველესი შუმერებიდან და მაინტერესებდა როგორ შემაფასებდით. შემწვარ კურდღელს კი ვირტუალურად გიძღვნით. მართალი ბრძანდებით ბატონო კახელო, მაგრამ ლექსის ეს სტილი ჩემი მოგონილი არ არის. ის მომდინარეობს უძველესი შუმერებიდან და მაინტერესებდა როგორ შემაფასებდით. შემწვარ კურდღელს კი ვირტუალურად გიძღვნით.
1. მომაწოდე ეგ შებრაწული კურდღელი კეციანად...შენ ლექსი წერე ჯობია :))) მომაწოდე ეგ შებრაწული კურდღელი კეციანად...შენ ლექსი წერე ჯობია :)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|