ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2014


შენ მოღალატეს დაგარქმევენ ანგელოზები...

ნეტავ  მფარველი  ანგელოზი  ღალატს  თუ ხედავს ?

საღამოს,  როცა შენი მფარველი ანგელოზი, შენი ფერია, 
საწოლთან ჯდება, რომ  მოგეფეროს და დაგამშვიდოს,
გრძნობს , რომ გული გამალებით გიცემს ...
და ეს გულისცემა არ ეკუთვნის მას, ვინც იქვეა...

ის ხედავს თეთრ ფერს და  ცივ ნათებას,
რომელმაც ირგვლივ სული გაყინა ...

ნუ, ნუ იპარავ ყველაფერს, რისი მოპარვაც არ შეიძლება...
რადგან, საკუთარ თავსაც  პარავ  ღრუბლისფერ  ემოციას...
შენ  უემოციო ცხოვრებისთვის აღარ გაქვს ძალა,
ღალატობ ყველას და ყველაფერს, ვისი ღალატიც შეგიძლია.

რადგან ერთგულება უკვე  ლექსებზე გაყიდე...
ღალატი  უფასოდ ან ნისიადაც ღალატია.
...და შენ წლებია მის გვერდით გძინავს...



 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები