ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014


დეპრესია


"სიკვდილზე უფრო ცივი სიყვარული",
"შიში  ჭამს სულს",
ტრანკვილიზატორები:
ოლზაპი, მაქსებათი, ტრუქსალი,
ფანჯარა ოდნავ ღია _
ქალაქი ბუნდოვნად ჩანს...


***
იქნებ კონტრალტო და ნერვის დახლა,
იქნებ უალტოს ჰადესს სულზე ცივს,
სოლბგერა მოწყდა, ჩაეშვა დაბლა
და სარკმლის მიღმა აწვიმს კლავესინს.

მემრუშთა სახლი, თუ ეკლესია,
გზა ცით აწევის, თუ გზა საშიში,
ვუსმენ ტომ იორკს და დეპრესია
მითენთავს სხეულს, როგორც ჰაშიში...

***
უთხარი ქარს, რომ
ის მხოლოდ ქარია
და სხვა არაფერი და სულ ტყუილად
აწუხებენ პოეტები.
სტრიქონებში ჩამწყვდეულს
აღარც კი ახსოვს,
რომ ის წარმომავლობით
მეტეოროლოგიური მოვლენაა.
უთხარი ქალწულს,
სარკის წინ რომ ზის
და ლარნაკში სევდიანი იები უწყვია,
რომ წარმომავლობით
ის და მახინჯი, დორბლიანი მიზანთროპი
ერთნი არიან.
უთხარი, მსწრაფლლპობადია-თქო
ამქვეყნიურობა,
სარკის წინ დაუჩოქე
და უთხარი.
                          1987 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები