ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2014


ქუჩის „ფავორიტები“

(ფრანსუა ვიიონის სტილში)

მოდი, ძვირფასო, შევაფაროთ თავი ერთმანეთს,
შენ ჩემს „ზაპოის“ გადამალავ, მე კი შენს წარსულს.
მერე, რაღაცა გვეშველება, ვფიცავ ერთ მანეთს,
წარუკვეთელიც კი დამრჩება სასო და ასოც!..
მე შენს მევალეს „მოვიკითხავ“, შენ კიდევ - ჩემსას,
ჩვენს შავ ლაქებზე მზე იზრუნებს, ამოსაყვანად.
ჩიტების გუნდი შეგვისრულებს სიცოცხლის მესსას,
რომ ერთხელ მაინც მიტოვებულ სულს ვცეთ თაყვანი!..
ნუ მომიყვები, ბნელი ქუჩის ბნელ ისტორიებს,
არც მე გიამბობ, რა ხდებოდა ფსკერზე ბოთლების.
ერთი კი ვიცი, ბედი ახლა ისე სწორია,
ერთმანეთი რომ გვამჯობინა ვიღაც „გოთვერნებს“...
მოდი, ძვირფასო, კახპა-ლოთის დიდი ტანდემი
შევკრათ, ჯინაზე ყველა ჩვენსკენ თითის გამშვერის!
ქუჩის გაზონზე დაკრეფილი თეთრი ვარდებით,
მოვა სიფხიზლე და შენს წარსულს ის დაამშვენებს!!!
                        20.01.14


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები