ისეთი დიდი იყო სოფელი, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი და თოხის ტარზე იჯდა შოშია, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს... ერთი და ორი, სამი და ოთხი, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი. ისეთი დიდი იყო სოფელი, ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი, ისეთი ჭრელი ეცვა ხალათი, გაჰქონდა მთელი დღე მასლაათი. ამ გზისპირეთში,ამ ხის ძველ ქოხში ცხოვრობდა ჭია, ისიც ჭიანა,მღეროდა– ერთი და ორი, სამი და ოთხი. ისეთი დიდი იყო სოფელი, თეთრი ბილიკი ცას მიბჯენოდა, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი და მისთვის არვინ არ ირჯებოდა, იდგა და იდგა, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს, არ ქონდა დარდი დროსა და ამინდს და თოხის ტარზე იჯდა შოშია, თოხი ელოდა თავისთვის პატრონს, პატრონს, რომელიც ახლაც ომშია... და იდგა ქოხი, იდგა გზის პირას, ფასი, რომლისაც ახლა გროშია. ისეთი დიდი იყო სოფელი, ისეთი ცივი იყო სოფელი, ისეთი ხარბი იყო სოფელი, ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი. გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი, ერთი და ორი, სამი და ოთხი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძალიან ლამაზი ლექსია, ვკითხულობ და არ მწყინდება... ძალიან ლამაზი ლექსია, ვკითხულობ და არ მწყინდება...
13. მადლობა გოგოებო :) :* მადლობა გოგოებო :) :*
12. ძალიან სევდიანია 5 ძალიან სევდიანია 5
10. ისეთი დიდი იყო სოფელი, ისეთი ცივი იყო სოფელი, ისეთი ხარბი იყო სოფელი, ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი. გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი, ერთი და ორი, სამი და ოთხი...
ძალინ მოეწონა არტეს!უყვარს სოფელი!++++ ისეთი დიდი იყო სოფელი, ისეთი ცივი იყო სოფელი, ისეთი ხარბი იყო სოფელი, ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი. გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი, ერთი და ორი, სამი და ოთხი...
ძალინ მოეწონა არტეს!უყვარს სოფელი!++++
9. აჰ/მ....საოცრად მოხატული სიუჟეტები...... +2+ოვაციები სიკეთე თქვენდა აჰ/მ....საოცრად მოხატული სიუჟეტები...... +2+ოვაციები სიკეთე თქვენდა
8. იდგა და იდგა, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს, არ ქონდა დარდი დროსა და ამინდს და თოხის ტარზე იჯდა შოშია..
:) ლამაზია.
5.
იდგა და იდგა, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს, არ ქონდა დარდი დროსა და ამინდს და თოხის ტარზე იჯდა შოშია..
:) ლამაზია.
5.
7. დიდი, დიდი მადლობა, გაიხარეთ.. დიდი, დიდი მადლობა, გაიხარეთ..
6. ძალიან! ძალიან! ძალიან!.... 5 ძალიან! ძალიან! ძალიან!.... 5
5. გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი და მისთვის არვინ არ ირჯებოდა, იდგა და იდგა, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს, არ ქონდა დარდი დროსა და ამინდს და თოხის ტარზე იჯდა შოშია, თოხი ელოდა თავისთვის პატრონს, პატრონს, რომელიც ახლაც ომშია... და იდგა ქოხი, იდგა გზის პირას, ფასი, რომლისაც ახლა გროშია. + + + სოფელში მძაფრად იგრძნობა წუთისოფელი. 5. გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი და მისთვის არვინ არ ირჯებოდა, იდგა და იდგა, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს, არ ქონდა დარდი დროსა და ამინდს და თოხის ტარზე იჯდა შოშია, თოხი ელოდა თავისთვის პატრონს, პატრონს, რომელიც ახლაც ომშია... და იდგა ქოხი, იდგა გზის პირას, ფასი, რომლისაც ახლა გროშია. + + + სოფელში მძაფრად იგრძნობა წუთისოფელი. 5.
4. ,,ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი'-5 ნამდვილად დიდმუცლიანი და პატარაჭკუიანია ეს სოფელ-წუთისოფელი. ,,ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი`-5 ნამდვილად დიდმუცლიანი და პატარაჭკუიანია ეს სოფელ-წუთისოფელი.
3. ისეთი დიდი იყო სოფელი, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი და თოხის ტარზე იჯდა შოშია, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს... ერთი და ორი, სამი და ოთხი, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი. ისეთი დიდი იყო სოფელი, ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი....
კარგი ხარ, მანანა! 5 ისეთი დიდი იყო სოფელი, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი და თოხის ტარზე იჯდა შოშია, წვიმა რეცხავდა ძველ თიხის კრამიტს... ერთი და ორი, სამი და ოთხი, გზის პირას იდგა ხის ძველი ქოხი. ისეთი დიდი იყო სოფელი, ისეთი დიდი ჰქონდა მუცელი....
კარგი ხარ, მანანა! 5
1. "ცას მიბჯენილი თეთრი ბილიკი". ნაღვლიანი სიმღერა-ზღაპარი. "ცას მიბჯენილი თეთრი ბილიკი". ნაღვლიანი სიმღერა-ზღაპარი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|