ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


სიყვარული

ხელაპყრობილი და ქცეული
ნაზ მდუმარებად
შენს აპრილს ველი,
შენი მზერის გამოდარებას...
გადაიქროლეს შემოდგომის
ცივმა ქარებმა,
ჩემს სამყოფლოში
ყრუ ზამთარი დაიარება...
ქცეული ლექსად,სიყვარულად
და იარებად
შენს აპრილს ველი,
შენი მზერის გამოდარებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები