ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2014


ერეკლე ჭინჭარაულის ხსოვნას

რა გითხრა ჭინჭარაულო -
მთას შეწირულო კვირიავ,
შენც გულთან ახლოს მიგქონდა
მოყვასთა გასაჭირია.
რწმენით დაიარებოდი,
ამისთვის ღირდა გაჩენა,
წახვედი, მაგრამ ამ სოფლად
შენი სახელიც დარჩება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები