ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2014


მინიმები

***
ღამე დგას კართან შავი მანტიით,
აჰა,ერთი დღეც უკვე გავიდა.
ვამბობ:სიცოცხლე არის მარტივი
და სევდა ძვრება სამალავიდან...

**
მინდა დრო მოვკლა,
თორემ დამასწრებს
წამი აწვალებს წუთებს,
ალბათ ყველაფერს ბედი გადაწყვეტს
გული გონებას უტევს...

**
თქვენ ვერასოდეს ვერ შენიშნავთ ჩემ თვალზე ცრემლებს,
რადგან ცხოვრებამ მიმაჩვია სიცილით გლოვას,
ზამთრის სითეთრე შეეპარათ ნაცრისფერ დღეებს,
ის გაზაფხული,რომ ველოდი არასდროს მოვა!...

***
არ ვიცი, აქამდე სწორად თუ მივლია,
ნამდვილად არვისგან მოველი განაჩენს,
სიცოცხლის სურვილი არც ისე დიდია
კვლავ ბედი აგორებს საჩემო კამათელს...

**
ცრემლები შევიშრე, ვისწავლე ღიმილი,
ლექსებით ვიოკებ მოწოლილ კაეშანს,
პატარა სიტყვაა იმისთვის ტკივილი
რაც ჩემში ცხოვრებამ უდროოდ გათელა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები