 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 23 თებერვალი, 2014 |
ეს ამბავი უხსოვარ დროში მოხდა, მაშინ, როცა დედამიწაზე ჯერ კიდევ მამონტები დაშლიგინობდნენ .
ცხოვრობდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ, კუჭში გადიოდნენ, მრავლდებოდენ კიდევაც, ყველაფერი კარგად მიდიოდა, დედამიწა ნაყოფიერდებოდა მათი ცხოველქმედების პროდუქტით, ღამ-ღამობით კი მათი შეწყვილების ღრიალი აყრუებდა არე-მარეს. ჰო და ზუსტად ამ დროს დაიბადა ერთი პატარა მამონტი, არაფრით რომ არ განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, მის პატარა ჭკვიან თავში კითხვები გროვდებოდა, განმარტოვდებოდა ხოლმე , ზეცას ახედავდა და ბუბუნებდა...თითქოს ვიღაცას უხმობსო.
საოცარია და ერთ ღამეს , როცა ცას უყურებდა,( მოგეხსენებათ მაშინ ჰაერი სუფთა იყო და ვარსკვლავები კი კომპაქტ-დისკის ზომისა), ჰაერში რაღაცა პატარა, ნათელი წერტილი გამოჩნდა,ის სწრაფად ახლოვდებოდა , მატულობდა, ბრწყინავდა თვალისმომჭრელად!
მან პაწია ხორთუმი ასწია და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ზეციურ სასწაულს.ის გრძნობდა რომ რასაც ელოდა ის იყო! ის!
საოცარი, ვერცხლისფერი კოსმოსური ხომალდი გუგუნით დაეშვა მიწაზე, მაგრამ პატარა მამონტს სულ არ შესშინებია! მისი თანამოძმენი გადარეულები გარბოდნენ, ღმუოდნენ, მტვერმა აუვსო პატარა თვალები, დედამიწა ზანზარებდა! ის კი იდგა და ელოდა....
კოსმოსური ხომალდიდან რაღაც უცნაური არსება გადმოვიდა, ის სულაც არ გავდა მამონტს, პირიქით, სრულიად განსხვავდებოდა, ორ ფეხზე დადიოდა სასაცილოდ...მან რაღაც საგანი დადო ძირს და სასწრაფოდ შებრუნდა უკან ხომალდში. მერე ხომალდმა საშინელი მგრგვინავი ხმა გამოსცა და ზევით წავიდა სწრაფად, ბოლოს კი ვარსკვლავად იქცა და გაუჩინარდა.
დილით, მობრუნებულმა მამონტებმა, ნახეს რომ მათი თანამოძმე, პატარა ნაშიერი, უცნაურ საგანთან იდგა გაუნძრევლად. კანკალებდა , თვალები არაბუნებრივად ქონდა დაჭყეტილი ....ეს საგანი სუპერ-კომპიუტერი გახლდათ, მას შეეძლო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა!.....
მაგრამ, როცა მამონტებმა გაიგეს თუ რა საშინელი საგანი მოევლინა მათ ზეციდან, შეშინდნენ, კომპიუტერი ჯერ ხომ დალეწეს,დაამტვრიეს, მერე სათითაოდ მოდიოდნენ და ასაქმებდნენ ზედ....იმდენმა მოისაქმა რომ მთა დადგა განავლისა, მერე გახმა და ახლა ამ მთას კავკასიონი ქვია....
P.S.ამავე დროს, ( დიახ, "დე ფაქტო" დროს) რეალობას , მიუხედავად ჩვენი მცდელობისა და ტლინკაობისა, ბევრი, უამრავი ვერსია აქვს.რაც სრულებით არ ეწინააღმდეგება პიროვნულ ურთიერთობებს, მათ შორის გაგება-არ გაგების და ასევე მარადიულ პრობლემებს ადამიანთა შორის...:)))
ს.ნ.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს იგივეა, როგორც.......................ბევრი რამის დაკოპირება ახლა მეზარება . საიტის "კლასიკოსებისაგან":)))))) ეს იგივეა, როგორც.......................ბევრი რამის დაკოპირება ახლა მეზარება . საიტის "კლასიკოსებისაგან":))))))
7. სერგეი...:-* ვხედავ ერთობი უბრალოდ...:)
"პატარა მამონტს სულ არ შესშინებია! მისი "...ეს შესშინებია რომელი გრძნობაა?...:)
სერგეი...:-* ვხედავ ერთობი უბრალოდ...:)
"პატარა მამონტს სულ არ შესშინებია! მისი "...ეს შესშინებია რომელი გრძნობაა?...:)
6. სერგეი, ჩემი დაბლოკვით ეს ნაწერი მისაღები მაინც ვერავისთვის გახდება, მთელი რეგიონის მასხრად აგდებაა და იმიტომ, ხალხი მასხრად აგდებას არავის პატიობს, მით უმეტეს შენ არ გაპატიებენ აქაურები.
ასე რომ აიღე ახლა ეს სისულელე და მოდი აზრზე.
სერგეი, ჩემი დაბლოკვით ეს ნაწერი მისაღები მაინც ვერავისთვის გახდება, მთელი რეგიონის მასხრად აგდებაა და იმიტომ, ხალხი მასხრად აგდებას არავის პატიობს, მით უმეტეს შენ არ გაპატიებენ აქაურები.
ასე რომ აიღე ახლა ეს სისულელე და მოდი აზრზე.
5. ავტორის დიდი მონდომების მიუხედავად, ტექსტი ვერც იუმორით დაიკვეხნის და ვერც ირონიით. ავტორის დიდი მონდომების მიუხედავად, ტექსტი ვერც იუმორით დაიკვეხნის და ვერც ირონიით.
4. :))))))))))))))))))))))))))))))
:))))))))))))))))))))))))))))))
3. ვეთანხმები ნეფერტარს. არ მინდა კავკასიონი ერქვას. ციმბირში მამონტის პლიყვის სხეული იპოვეს და სახელად დიმა უწოდეს. იქნებ, ის იყო ამ ნაწარმოების პერსონაჟი? ვეთანხმები ნეფერტარს. არ მინდა კავკასიონი ერქვას. ციმბირში მამონტის პლიყვის სხეული იპოვეს და სახელად დიმა უწოდეს. იქნებ, ის იყო ამ ნაწარმოების პერსონაჟი?
2. დაშლიგინობდნენ-- აქ შევწყვიტე კითხვა დაშლიგინობდნენ-- აქ შევწყვიტე კითხვა
1. იქნებ ურალი ქვია ან კაილასი ? :))))
ვისაც კავკასიონის ძირას ცხოვრება მობეზრდა, შეუძლია მეზობელ დიდ დაბლობზე გადაინაცვლოს. ტუდა ემუ ი დაროგა....
0. იქნებ ურალი ქვია ან კაილასი ? :))))
ვისაც კავკასიონის ძირას ცხოვრება მობეზრდა, შეუძლია მეზობელ დიდ დაბლობზე გადაინაცვლოს. ტუდა ემუ ი დაროგა....
0.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|