ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2014


კვლავ ერთად

 

მივდიოდი და სულაც არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა , რამე შემშლოდა..არც ისე პატარა ვიყავი. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ჯერ მუდმივი  სამსახურიც არ მქონდა , მაგრამ ამას  ბედნიერებასთან საერთო  არაფერი ჰქონდა.

--- დროა ჩემი ცხოვრება მქონდეს და ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა.თან ეჭვი არ მეპარება  მის გრძნობებში. თუ
სიყვარული არ გამოვცადე, აბა ისე გათხოვებას რა აზრი აქვს. ჩემი გრძნობა ხომ  ძლიერია.ზაზასაც  არანაკლებად ვუყვარვარ.

  ეს  ჩვენი პაემანი პირველი არ იყო... მაგრამ ამჯერად უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა.საღამოს ექვს  საათზე უნდა გამოევლო და ერთად წყნეთში ავსულიყავით, მისი მეგობრის სახლში. პატარა, სამგზავრო ჩანთა აუცილებელი ნივთებით  გავავსე, კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში  და  სიგნალის ხმაც მომესმა.  კარი ფრთხილად გავაღე, მაგრამ ბებიამ მაინც გაიგონა კარის გაღების ხმა და მომაძახა:
---გადიხარ?
---ხო, ბებო, მეგობართან ერთად მივდივარ და ამაღამ არ ვიქნები სახლში.დედამ იცის უკვე--ვიცრუე  და კიბეებზე დავეშვი.
ზაზა სიხარულით შემხვდა, ყველაფერი მოვაგვარეო, მახარა და წყნეთისაკენ აიღო  გეზი.

---საჭმელი გვაქვს რამე?---დავინტერესდი მე.
---ხვალამდე ბევრი რა დაგჭირდება, რაღაცეები მაქვს---დამამშვიდა მან.
---შენები? --მივეჩვიეთ ქარაგმულ ლაპარაკს...
---გაგვიგებენ---თვალი ჩამიკრა ზაზამ.

  გული გამეხსნა, გავხალისდი, ყველაზე მეტად მისი ეს თვისება მომწონს.დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას არავის უთანხმებს.ძლიერია, ძალიან ძლიერი და მიზანდასახული.  მარტო ამის გამოც არ მიყვარს...ძალიან მამაკაცურია, ფიზიკურად ძლიერი და ჩემი გულიც დაიპყრო.ერთმანეთი რამდენიმე წელია, რაც გავიცანით, ჯერ უბრალო ურთიერთობა გვქონდა  და ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა.მე მაშინ ჯერ კიდევ დათოს ვხვდებოდი და ერთმანეთი გვიყვარდა.ახლა ამ წუთში ყველაზე მეტად არაა დათოს გახსენების დრო, მაგრამ მაინც გამახსენდა.
---რაზე დაფიქრდი? ჰაა, ხომ არ გადაიფიქრე? ---კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი.
მეგონა ამ წუთზე ბევრი მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ცოტა მაინც ავღელდი. მერე შემრცხვა ჩემს თავში გაელვებული აზრის და ძალდატანებულად გავიცინე
--- რას ამბობ, ცქნუფუტ, მარცხვენ? ---ვუთხარი მე---(უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთისთვის ცქნუფუტებიც ვართ და ცქნუფებიც...)
---ხო, ცქნუფუტ, არ გადაიფიქრო, ჩემი ცხოვრება ხარ და  დროა, ერთად ვიცხოვროთ...
  არა, არა...ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ.  ალბათ ყველა ქალიშვილი ასე განიცდის, როცა ამ ნაბიჯს დგამს...
მარტო მე ხომ  არ ვიქნები ასეთი...

ამასობაში მივედით . ზაზა მანქანიდან გადმოვიდა, კარი გამოაღო , მანქანიდან პირდაპირ ხელში ამიყვანა და სახლში ისე შემიყვანა...გავიცინე და ფეხები ავაფართხალე , თუმცა სიამოვნებისგან გულიც კი ამიჩქარდა.
ის ღამე ერთად გავატარეთ.ზაზა ძალიან დიდი სიყვარულით და სითბოთი მექცეოდა.გათენებისას, როცა როგორც იქნა,  ჩაგვეძინა, ტელეფონმა  დარეკა.  ვანიშნე არ უპასუხო მეთქი, მაგრამ ზაზა  ტელეფონთან მაინც მივიდა და მივხვდი, რომ  რაღაც საშინელება მოხდა.  მისი ხმა ისეთი დაგუდული და უმწეო მომეჩვენა, სხეული გამეყინა.
----საყვარელო, ადექი, უნდა წავიდეთ---მომიბოდიშა უცებ.
----რატომ, რამე მოხდა?--ჩავეკითხე მე
----ჩაიცვი თან,  გზაში აგიხსნი ყველაფერს--თვითონაც სასწრაფოდ ჩაიცვა და მანქანაში ჩაჯდა.
----ვის ეხება?---უკვე მანქანაში ვაგრძელებდით საუბარს.
----მამაჩემს---ეს ისე თქვა, მივხვდი, მის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.მამამისს  კერძო ბანკი ჰქონდა და ნაწილობრივ ორივემ ვიცოდით,ბანკში პრობლემები რომ  ჰქონდა და გაკოტრებული იყო,  მაგრამ მაინც ვიმედოვნებდით , რომ როგორმე გამოძვრებოდა. მევალეები ყოველდღე ავიწროებდნენ და ამიტომ იმალებოდა.მაგრამ ახლა უფრო საშინელება რა უნდა მომხდარიყო, ჩვენთვის გაუგებარი იყო.
ვინანე, რომ სწორედ ახლა  გადავწყვიტეთ ჩვენც ერთად ცხოვრება და ეს ვერ გავთვალეთ. ამ გაუგებრობაში მათ სახლში მისვლა ნამდვილად არ მინდოდა და ზაზას ვუთხარი:
---ცქნიფ, მე ჩემ სახლში წამიყვანე რა...ამაღამ არ მინდა თქვენებთან გამოჩენა.
---შეიძლება მასე უკეთესი იყოს, ახლა დედაჩემის ისტერიკას ვერც მე გავუძლებ, დავალაგებ ყველაფერს და მოგაკითხავ.

მან  ჩემ ბინასთან ჩამომსვა, მაკოცა , ცქნუფუტ, მიყვარხარო, კიდევ ერთხელ გადმომძახა და წავიდა....
მე სახლში ავედი და  დაუფიქრებლად დავიძინე.მეორე დილით, როცა გამეღვიძა, მყისიერად  წინა ღამე და ზაზა გამახსენდა.  მაშინვე სახლში დავურეკე. ტელეფონი გაბმულად რეკავდა და ტელეფონს არავინ იღებდა.  რამდენჯერაც ვცადე, არაფერი გამომივიდა...

      ავნერვიულდი, მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ზაზა ვერც  სამსახურში ვნახე. მერე სახლში მივაკითხე და
კართან რომ არავინ გამომეგება, მეზობელს ვკითხე.  იმ ღამის მერე მათი დამნახავი არავინ იყო. კარი დაკეტილი
და ფანჯრებზე ჟალუზები ჩამოფარებული.
    იქნებ სადმე სოფელში წავიდნენ,  მამამისს ხომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და იმალებიან  მეთქი, ოდნავ
დავმშვიდდი და დალოდება გადავწყვიტე. მეტი გამოსავალი მაინც არსად ჩანდა.  ერთი კვირა გავიდა, მისგან კი არც ზარი და არც რამე მინიშნება არჩანდა. არც საერთო მეგობარმა და არც მისმა ნათესავებმა არაფერი იცოდნენ, თითქოს ოჯახი მიწამ  ჩაყლაპა და  ანდა  არც არსებობდნენო...

არაფრით მინდოდა დაჯერება, რომ ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ მიმატოვა და არანაირად არ დამიკავშირდა.

    მერე...მერე თბილისში რა დაიმალებოდა და უკვე ყველამ გაიგო, რომ ჯაფარიძეების ოჯახი საცხოვრებლად საზღვარგარეთ
გაიპარა და რომელ ქვეყანაში დაიდეს ბინა, არვინ იცოდა.  ერთხელ  ტელევიზიითაც კი გააშუქეს, მევალეეები თავიანთ გულისტკივილს ყვებოდნენ და მე ყველა მათგანზე    მეტად დაზარალებული, სრულიად უხმაუროდ , მაგრამ ცხარე ცრემლით ვტიროდი...


  ჩემთვის მტკივნეულად გაუგებარი იყო, ზაზამ იცოდა ეს ამბავი თუ არა, ან რანაირად დათანხმდა რომ  იმ ღამეს, უფრო
სწორად კი იმ  გამთენიას , თურქეთის საზღვარი  გადაეკვეთა, ისე რომ მე ერთი წამითაც არ გავხსენებივარ...მისი
გამართლება არ მინდოდა...გული საშინლად მტკიოდა და საშინელ  იმედგაცრუებას ვგრძნობდი.

    სამსახურში სიარულს თავი დავანებე და სახლში ჩავიკეტე,  დედაჩემს ძალიან უკვირდა ჩემი ასეთი განერვიულება,
მაგრამ ზაზას ოჯახის ამბავი როგორც კი გაიგო, მაშინვე მიხვდა ჩემს გასაჭირს, თუმცა მთავარი არც მან იცოდა...
ერთი თვეც არ იყო გასული, თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ წავიდა, იღბალიც საშინლად მომექცა და ფეხმძიმედ დავრჩი.  როცა ეს ამბავი გავიგე, პირველად საშინელი  დეპრესია დამემართა და თავის  მოკვლაც კი დავაპირე.
იმაზე დიდი განცდა, რაც მე ღმერთმა მომივლინა, გამორიცხულია.  თითქოს ის არ იყო საკმარისი, რომ ზაზამ მიმატოვა, ჩემი უბედობის კიდევ ერთი დადასტურება ისიც გახდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი...არავინ მყავდა, ვინც გვერდით დამიდგებოდა და ჩემს გასაჭირს გაიზიარებდა.

  ნუთუ ასე უნდა მომხდარიყო და  მე ეს ბავშვი უნდა გამეჩინა?


  ორჯერ დავაპირე თავის მოკვლა ...პირველად სახლში მარტო რომ დავრჩი, დანა ავიღე და ვენების გადაჭრა გადავწყვიტე.
მეგონა, რომ ეს ადვილი იყო, თუმცა  როგორც  კი  ხელზე ნაკაწრი შევამჩნიე, სისხლის წვეთი დავინახე, ვერ  გავბედე და დანა შორს მოვისროლე...მერე ბინტი ავიღე და ხელი საგულდაგულდ შევიხვიე...

  სამი დღეც არ იყო გასული, რომ ისევ შემახსენა თავი დეპრესიამ. ჩემთვის გაურკვევლობაში ცხოვრება უფრო ძნელი იყო, ვიდრე ზაზასგან მიტოვება. მინდოდა  სიმართლე  მცოდნოდა...ასე ცხოვრება არ შემეძლო. გარეთ გავვარდი  მთლად შილიფად ჩაცმული და  მტკვარს მივაშურე...მივრბოდი და თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა.მახსენდებოდა ზაზასთან გატარებული წუთები, მერე ჩვენი ერთად ყოფნა, რამდენი სასიამოვნო თავგადასავალი გვაერთიანებდა...რომ დაბრუნდეს? და მე რომ ცხოვრება დავამთავრო?

  მერე რა იქნება?

რა უფლება მაქვს, რომ მისი შვილიც დაუბადებლად გამოვასალმო წუთისოფელს?

  სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ თურმე თავის მოკვლა არ მინდოდა.  სახლში გაყინული და  გაცივებული დავბრუნდი და რამდენიმე დღე სიცხისგან ვიწვოდი.  როცა ოდნავ გამოვკეთდი, ჯიუტად მივიღე გადაწყვეტილება:

    თავს არ მოვიკლავდი და ისე ვიცხოვრებდი, რომ მეტი იმედგაცრუება არ მქონოდა და გული არ მტკენოდა არასოდეს...
გამიჭირდა, მაგრამ  თავს მოვერიე და სიცოცხლის გაგრძელება და ბავშვის გაზრდა გადავწყვიტე.

  ორსულობა  ცუდი მქონდა, სულ თავი მტკიოდა და გული მერეოდა.  ხშირად ქალაქში გასვლა არც მინდოდა,თუმცა 
ერთხელ ხილის საყიდლად  გავედი და სწორედ მაშინ, გზაში დათოს შევხვდი. მე  თვალი ავარიდე, მაგრამ თვითონ შემამჩნია და სიხარულით გადამეხვია. გამაკვირვა, მაგრამ  ჩემზე ყველაფერი იცოდა...ძალიან გამიკვირდა.
კაფეში შევედით და დიდხანს ვისაუბრეთ.მასაც უკვირდა ზაზასგან ასეთი მოქცევა და გამართლებაც კი დაუწყო, რა უნდა ექნა, ოჯახი "პაბეგში" მიდიოდა და აქ ხომ ვერ დარჩებოდაო. მე გავბრაზდი და საუბარი შევაწყვეტინე.  მერე  ყავა მოგვიტანეს და მე ნამცხვრის  დანახვაზე  ცუდად გავხდი,  გული კინაღამ ამერია.  დათოს შეუჩნეველი არ დარჩენია ჩემი უხასიათობა და მკითხა:
----ფეხმძიმედ ხარ ხო?
  უარყოფას აზრი არ ქონდა და დავეთანხმე.  მერე გული ამიჩუყდა, თავს  ვერ მოვერიე და ცრემლი წამომცვივდა.

---მერე?    რას აპირებ? მარტომ გინდა გაზარდო?

---რატომაც არა, მარტოხელა მხოლოდ მე ხომ არ ვიქნები?

---მარი, მე შენთან ვარ, იცოდე გაჭირვებაში  არ მიგატოვებ...

---რას ამბობ?  სხვისი შვილის მამა გახდები?

---მე შენი ქმარი გავხდები, თან დიდი სიამოვნებით.
მე გაკვირვებულმა შევხედე...ალბათ ისე გაკვირვებულმა, რომ მან თავი დახარა და დიდხანს ხმაც არ ამოუღია...

      პირველი გადაწყვეტილება ხომ ნაჩქარევად მივიღე,  თუმცა მეგონა რომ მაშინ  არ ვცდებოდი,  მაგრამ ახლა უფრო მეტი აჩქარება მჭირდებოდა , მალე მუცელი დამეტყობოდა და იმ დღესვე დავეთანხმე.  მე ხომ ის ერთ დროს ძალიან მიყვარდა.

      ხელი არ მოგვიწერია, არც  ჯვარი დაგვიწერია, უბრალოდ მასთან გადავედი საცხოვრებლად.  არ მინდოდა, დედაჩემს სიმართლე გაეგო. მას  დიდი წინააღმდეგობა არც გაუწევია, იფიქრა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

  დათო ჩვეულებრივად შეეგუა ჩემს ფეხმძიმობას, ბავშვის გაჩენამდე კარგადაც მექცეოდა და ცოტათი კიდევაც შემიმსუბუქდა ტვირთი.იმდენს აღარ ვფიქრობდი არც ზაზაზე და მის ოჯახზე, არც იმაზე ვდარდობდი, ოდესმე ვნახავდი თუ არა...გადაწყვეტილება მივიღე და  ბავშვის ნამდვილი მამის გამხელას არც  ვაპირებდი.



  მხოლოდ მშობიარობის დროს, როცა პირველად ბავშვი ვნახე და ოდნავ უკეთესად გავხდი, დავფიქრდი და    საშინლად მომინდა, რომ ბავშვს ნამდვილი მამა ჰყოლოდა .  მომხდარიყო სასწაული  და ზაზა  საავადმყოფოში მოსულიყო...თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ჩემი ფიქრები ოცნებად დარჩა...
დათომ საავადმყოფოდან სახლში ზარზეიმის გარეშე წაგვიყვანა, მაგრამ ბავშვს გვარი მისცა და ჩვენზე ზრუნვა დაიწყო. გოგონას ანანო დავარქვით.  ლამაზი ბავშვი იყო და ლამაზადაც იზრდებოდა.  დათო ჩვენზე ზრუნავდა, თუმცა თავის საკუთარ შვილზე ლაპარაკი მალევე  წამოიწყო.  ცოტა კი გავოცდი, ასე მალე მაინც ვერ გავზრდით მეორეს მეთქი, მაგრამ ჯიუტად მთხოვდა, მეორე ბავშვი გამეჩინა.  მე კი, თითქოს განგებ , ბავშვი არ მიჩნდებოდა.

    ანანო წამოიზარდა, ჩვენ კი მეტი შვილი არ შეგვეძინა.  ახლობლები გაკვირვებული იყვნენ, დათო სულ ბიჭზე ოცნებობდაო.
რამდენჯერმე კიდევაც ვიმკურნალეთ, თუმცა  უშედეგოდ.  აშკარად ოჯახს საფუძველი ერყეოდა...გაღიზიანებული ჩემი ქმარი
მეც და ბავშვსაც ცუდად გვექცეოდა ხოლმე, ნასვამი კი ბავშვს აშკარად ვერ იტანდა.
ეგონა, რომ მე შვილს განგებ არ ვაჩენდი...  ამის გამო ბევრჯერ უსიამოვნება  სერიოზულ ჩხუბში გადაგვეზარდა...ცხოვრება
ჯოჯოხეთად მექცა.
    მერე  სამსახური მეც ვიშოვე და შემოსავალი გავიჩინე, თუმცა ერთ დღესაც ბავშვისთვის საჭირო თანხა რომ არ
მომცა და  ხმამაღლა მიყვირა, რისთვის ხარჯავთ ამდენსო, მივხვდი საქმე უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე მეგონა...
  მივხვდი, რომ ჩემი ოჯახი არ შედგა.. . ამას მალევე მივხვდი, მაგრამ პირველად შევეცადე სიტუაცია როგორმე გამომესწორებინა,
განსაკუთრებული მზრუნველობა გამოვიჩინე მეუღლის მიმართ და შევეცადე ოჯახი შემენარჩუნებინა.
გამიმართლა და ბავშვის გაჩენის შანსი მომეცა, დავფეხმძიმდი.  დათოც გავახარე და ანანოც, ამით  ორივეს გახარება შემეძლო  და ოჯახის გადარჩენაც, მაგრამ  ნაყოფი ვერ შევინარჩუნე და ...


  ცხოვრება ისე აეწყო, რომ უმეტესად მშობლებთან ვიყავი, რადგან ჩხუბს ისევ ცალკე ცხოვრება მერჩია. ანანოს მამა განსაკუთრებით უყვარდა და არ მინდოდა, ეს ურთიერთობა გამეფუჭებინა...ამიტომ ხშირად ვაგზავნიდი ხოლმე მამასთან. დაბრუნებისას  ვკითხავდი, როგორ გაატარა შაბათ-კვირა,  შესანიშნავადო, მიპასუხებდა...
      ანანო 15 წლის იყო, როცა ფინანსურად ძალიან გამიჭირდა და საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, დათო დამეთანხმა, ანანოს ჩემი მშობლების და დედაჩემის იმედად ვტოვებდი.ბავშვი ხან ერთთან იქნებოდა, ხან მეორესთან, მე კი ფულს გამოვუგზავნიდი.
ვიცოდი, რომ ზაზას ოჯახი იტალიაში გადავიდა  საცხოვრებლად, ამიტომ მე საბერძნეთი ვარჩიე, დათოსაც რამე რომ არ ეფიქრა.


ექვსი თვეც არ იყო გასული, რაც უცხოეთში ვიყავი, რომ ერთ საღამოს ანანომ აცრემლებულმა    დამირეკა.გოგონა ტიროდა და აზრს თავს ვერ უყრიდა.  როგორ არ დავამშვიდე, მაგრამ მაინც ტიროდა და ტიროდა.ტელეფონი გავთიშე და დედაჩემს გადავურეკე.
----ანანო ტირის და რა მოხდა გამაგებინეთ მეთქი..
დედაჩემსაც ტირილი აუვარდა.  ამაზე კინაღამ გავგიჟდი,ავყვირდი, გამაგებინეთ ჩემს თავს რა ხდება მეთქი...
---მეც ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ორი დღეა ანანო მამამისთან იყო წასული, ცოტა ცუდად იყო დათო და იმიტომო...შვილო, უნდა გამაგრდეო, ამ დილით დათო თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მგონი თავი მოიკლაო...

----ანანო მაგ დროს სად იყო მეთქი---ავბღავლდი ნერვიულობისგან.
---ანანო სახლში ძალიან გვიან მოვიდა და ახლა აგერაა, ნერვიულობს და ტირისო.თვითონ ფაქტს არ შესწრებია, არაფერს ამბობს, მაგრამ ტირისო.
      მე გული წამივიდა.  თავი სკამის საზურგეს დავარტყი და გავითიშე.  პირველად, როცა მოვსულიერდი, წმინდა ბარბარეს საავადმყოფოში ვიყავი.  არაფერი მახსოვდა, მაგრამ ოდნავ  როგორც კი მოვიხედე, მაშინვე ყველაფერი გამახსენდა და ავტირდი...

    არც კი მახსოვს საავადმყოფოში ვინ მომიყვანა, ალბათ ჩემმა ბერძენმა სახლის პატრონმა. საავადმყოფოში ოთხი დღე დავრჩი,
ენა მე არ ვიცოდი  და  არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მერე ვიღაც კურთხეულ ადამიანს, სანიტარს, ჩემი გაჭირვება რომ დაუნახია, ქართველირომ  ეგულებოდა  მთელ საავადმყოფოში ერთადერთი , მასთან მისულა,  იქნებ რამე გაგვაგებინოსო.
მეოთხე დილას თავზე ქართველი ქალი  დამადგა და ქართულად მკითხა:
----საიდან ხარ შვილო?---რა გქვია, ჩემო კარგო?
ქალს დავაკვირდი, რა ნაცნობის  სახე აქვს მეთქი, გავიფიქრე.
ქალი მოვიდა , მომეხვია, როგორ მიყვარს ქართველს როცა ვნახულობო, ალაპარაკდა...
---მარიამი მქვია, როგორ მიხარია, ქართველი რომ ხართ--ავტირდი მეც  და ამტკივდა ყველაფერი.
---აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ჩემ შვილს, როგორმე მომიხერხეთ რა---ძლივს ვიღაცას გავაგებინე ჩემი გაჭირვება.ქალი მეცნობა, ნაცნობი ნაკვთები აქვს, მაგრამ ქვეცნობიერი მეუბნება, რომ შეიძლება ვცდები...შეიძლება ავად  რომ  ვარ  , რამე მელანდება, თორემ ასეთი რამე ხომ ზღაპარშიც არ მოხდება...მოკლედ, თან ველაპარაკები და თან თვალწინ მიტივტივებს,  რომ  ეს ქალი ზაზას დედაა...
ისე შემაშინა ამ აღმოჩენამ, მთლად ავკანკალდი და სასწრაფოდ  ექიმი შემოიყვანეს, პაციენტს შეტევა აქვსო.
საავადმყოფოდან წასასვლელი უკვე არსად მქონდა და ზაზას დედის შემოთავაზება, რამდენიმე დღით მასთან გადავსულიყავი, სიამოვნებით მივიღე.    არ გამოვცნაურებივარ,  ვფიქრობდი, რომ თავის დროზე ყველაფერი გაირკვეოდა.

  ზაზას მამა და დედა ერთად ცხოვრობდნენ, ათენში, ხოლო თვითონ ზაზა იტალიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, როგორც დედამისისგან გავიგე, ჯერჯერობით მათ შვილი არ ჰყავდათ.


  მისვლისთანავე სკაიპი ჩავრთე და ანანოს დალაპარაკება მოვახერხე...
ანანო კი შემოვიდა სკაიპში,    მაგრამ ტირილის მეტი არაფერი გაუკეთებია. რამდენჯერაც რაიმე ვკითხე, იმდენჯერ საშინელი ისტერიკა აუტყდა და თავი დავანებე. დედაჩემისგან კი დაწვრილებით ვერაფერი გავიგე. მე თავს სუსტად ვგრძნობდი და საქართველოში წამოსვლაზე საუბარი შეუძლებლად მიმაჩნდა, ამიტომ ჩემ შვილს დავპირდი, შენც ჩემთან უნდა წამოხვიდე და ამას შეეგუე დედიკო მეთქი.

  დათოს სიკვდილმა ძალიან შეცვალა ანანო.  არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა, იმდენად უყვარდა მამა , რომ მგონი მის სიკვდილს ვერ გადაიტანს. ხომ არ  ვუთხრა,  რომ  სინამდვილეში დათო  მისი ნამდვილი მამა არაა? 
იქნებ შევუმსუბუქო გულისტკივილი? 

ვფიქრობ ....ვფიქრობ... ამდენ უსიამოვნო ამბებს და უცნაურობებს ჩემი თავი ვერ იტანს...ისევ ავად ვარ, შეუძლოდ ვგრძნობ თავს და ვაითუ, ნაჩქარევად ისევ შეცდომა დავუშვა?    გაჩუმება ვარჩიე და ბედს მივენდე...იგლოვოს ისე, როგორც მამა...  სხვა მამა მაინც არ ყოლია.

    დათო  უჩემოდ დაკრძალეს.    მე კი დასაფლავების დღეს უღმერთოდ ვტიროდი და სიმართლე მაინც  ვერაფერი გავიგე.

  რამდენჯერაც  მეუღლის  მონაწერებს გადავიკითხავდი, თითქოს მასში ვერაფერს ისეთს ვერ ვკითხულობდი, რომ თვითმკვლელობა ანდა დეპრესია ამომეკითხა ...  არაფერი იგრძნობოდა მის წერილებში. არც უჩემობას განიცდიდა ზედმეტად და არც ეჭვიანობა უხსენებია. ჩვენ არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ ჩემს გამო რამე მოხდარიყო. ყველაზე ხშირად  ანანოზე მწერდა ხოლმე დიდი სიყვარულით და ამაში  საეჭვოც არაფერი დამინახია.


ქალური ინტუიცია?

არა, აქ ჩემი ინტუიცია უადგილო იყო და ზედმეტი მართლაც არაფერი უნდა მეფიქრა, თორემ გავგიჟდებოდი...

  გოგონასთვის საბუთების გაკეთება რამდენიმე თვეს მაინც გაგრძელდებოდა. ამიტომ სამსახური ვიშოვე და  ჩემთვის  გადავედი საცხოვრებლად.  ზაზას დედისთვის ჩემზე არაფერი მითქვამს, თუმცა მათ შესახებ უკვე  ყველაფერი ვიცოდი...თავს უფლება არ მივეცი, რომ მე მათ ცხოვრებაში ჩავრეულიყავი. 
ისევე გავქრი მათი ცხოვრებიდან, როგორც ისინი გაქრნენ 15 წლის წინ ჩემი ცხოვრებიდან და საქართველოდან...

            თუმცა, ქალბატონ ნელის ზაზასთვის  მაინც მოუყოლია ქართველ ქალზე, რომელმაც ქმარი დაკარგა  და ამის გამო ავად გახდა, საავადმყოფოდან გამოწერის  მერე კი რამდენიმე დღეს მათთან ცხოვრობდა. როცა ზაზას სახელი უკითხავს, დედამისს ჩემი სახელი უთქვამს... მასაც  რაღაც არეულად  დაუწყია ლაპარაკი  და როცა ბოლოს  უკითხავს, ფოტო ხომ არ გაქვს იმ ქალისო, დედამისს ჩემი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელი მიუთითებია....

    მესამე დღეს ჩემს "სტუმრებში" ზაზა ჯაფარიძე ამოვიკითხე...  რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს, ამ წამს, რომ როგორმე მომძებნიდა და რაიმეს მეტყოდა.  ეს კი სწორედ ახლა მოხდა, როცა დათომ თავი მოიკლა და ჩემი შვილი კი  დეპრესიაშია და ყველაზე მეტად მისი მდგომარეობა  მაშინებს....

      ეტყობა სურათებით  მიცნო,  რადგან მეორე დღეს ვრცელი წერილი მომივიდა, თუ რატომ წაყვა იმ ღამით მის მშობლებს, რადგან მამამისის სიცოცხლე საფრთხეში იყო  და რატომ ვერ მოახერხა ჩემთვის ამ ყველაფრის ახსნა...რამდენჯერ  ფიქრობდა , რომ დამკავშირებოდა და დარდობდა ჩემზე, მაგრამ როცა გათხოვების ამბავი გაიგო, შეეცადა რომ დავევიწყებინე...რა დიდი სირთულეები გადაიტანა, უცხოეთში ფარულად ცხოვრების გამო და როგორ  შიშს განიცდიდა, როცა მამამისს სასიკვდილოდ ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ...რომ მხოლოდ ორი წლის წინ დაქორწინდა    და შვილიც არ ყავს და რა  ვიცი,  კიდევ უამრავი გამამართლებელი თუ უინტერესო თავგადასავალი...

    პასუხიც არ მიმიწერია.  მხოლოდ ჩემ შვილზე ვფიქრობდი და გადაწყვეტილად არ ვიცოდი, ოდესმე ანანოს ან ზაზას სიმართლეს  ვეტყოდი თუ  არა.

რამდენიმე დღის მერე ისევ მომწერა:

---მივხვდი, რომ არ მაპატიე....


  მეტად არ შემომხმიანებია.

  მე  მხოლოდ რვა თვის მერე მოვახერხე, რომ ანანო საბერძნეთში ჩამოვიყვანე და როცა ჩემი ერთადერთი შვილი წინ დავისვი
და ვთხოვე, კიდევ ერთხელ გაიხსენე შვილო ყველაფერი და მომიყევი, რა მოხდა, მამაშენმა თავი რატომ მოიკლა, შენთვის ხომ არაფერი უთქვამს მანამდე-მეთქი, მე მის თვალებში ისეთი რამ ამოვიკითხე, მერჩივნა მიწა გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე...

მის თვალებში ამოვიკითხე,  მის ჯიუტ სიჩუმეში და მის არაფრისმთქმელ გამომეტყველებაში,  რომ დათომ ის შეაცდინა...
მას ეს სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ მე მივხვდი, რომ მან ეს გააკეთა...ამაზე საშინელი დასკვნა ცხოვრებაში არ  გამიკეთებია...
ინტუიციით მივხვდი...
ანანოს არც უტირია, არც აღელვებულა...მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო.

  დათოს თავი  რომ არ მოეკლა,  ამას მე გავაკეთებდი...


  ...დასაწყისი...

ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ქალი ვიყავი და არასდროს გული არ მეტკინებოდა, მაგრამ ყველაფერი ისეთი ძნელი აღმოჩნდა, რომ უმწეო აღმოვჩნდი და პირველად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.  ყველაფერი ჩემს ძალებს აღემატებოდა, ამიტომ  ნელი დეიდასთან , ზაზას დედასთან მივედი და დახმარება ვთხოვე...
სამ დღეში ზაზა იტალიიდან ჩამოვიდა, გულში ჩაგვიკრა მეც და ჩვენი  შვილიც და ყველანაირ დახმარებას შეგვპირდა...

ანანოს სიმართლე თვითონ უთხრა...
ის ახლა ფსიქოლოგთან დადის და მკურნალობს.

მე და ზაზა?

    ხვდება, რომ ყველაფერი ვაპატიე.
და რომ მის გარდა არავინ მყვარებია . ..  მხოლოდ  ის და ანანო...
ახლა ჩვენ ერთად ვართ....მე, ზაზა და ანანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები