ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2014


***( დღეს ძაღლი ვნახე )

დღეს ძაღლი ვნახე, დიდი და თეთრი,
ამოთეთრებული თვალებით,
მერე ბავშვმა მითხრა (ჩემმა თეომ)
თოვლია, ყინავს,
სულში ჩაუგუბდა ქარები?
მე ეკლესიიდან მოვდიოდი,
მომდევდა, შიოდა უთუოდ,
მე მეცოდებოდა და თან მეშინოდა,
შევცოდე, აქ რაა სათუო.
მერე ბავშვმა მითხრა ( ჩემმა თეომ),
რით ვერ მოიფიქრა
სადარბაზოში შემოსვლა...
მე კი სიბრალულთან ბრაზი მღრნიდა,
მას ხომ ძაღლის ტყავი ემოსა...
ეს ყველაფერი ხო , დღეს მოხდა,
თეთრია ის ძაღლი, თეთრი თვალებით,
მე ეკლესიიდან მოვდიოდი
აღსარება ჩანაბარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები