ნაწარმოებები


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


რეინკარნირებული ფიფქები

რად ჩამოხვედით ფიფქებო ქვეყნად.
მთვარის ბილიკებს ვით შეელიეთ.
ან ვარსკვლვეთი არ დაგენანათ?
რად მოსწყდით ღრუბლებს, ტბად მოლივლივეთ.

სახე ხომ არ ხართ, ცად აჭრილ სულთა?
იქნებ ვერ სძლიეთ ჩვენს მონატრებას
და ღმერთთან ნამყოფთ, მის დარად სუფთა,
ფიფქებად ქცევის მოგეცათ ნება.

ამავსეთ თქვენით, გული დამილბეთ.
უთქვენო ყოფას ვუძლებ ვეღარა.
ვიცი: ალერსად და სიყვარულად
ერთი სიცოცხლე არასდროს კმარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები