ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


ღვთისმშობლის საგალობელი


შენ გიგალობ დედაო ღვთისა.
ვენახო წმინდა, მშობელო ძისა.
დამბადებელო დამბადებლისა,
შენ დამტეველო დაუტევლისა.

შენ შვი უბიწომ მაცოცხლებელი,
უბრალო, სათნო, სპეტაკი, წმინდა...
ჩვენთა სულთთვის მავედრებელი,
მიწის ცოდვების ჯვარი ვინც ზიდა.

შენც ჯვარცმული ხარ ღვთისა მშობელო
ტკივილის ჯვარზე ჯვარცმულო დედა
ქრისტიანელთა საგალობელო
ცრემლით  ვღაღადებთ დიდება შენდა...

დიდება შენდა შენ კურთხეულო,
მარად ქალწულო, შენ რძალო უსძლო.
შენ გამოიღე ნაყოფი წმინდა,
რომელმაც ბნელი ნათლობით დასძლო.


რომელმან სძლია სიკვდილს სიკვდილით,
აღდგომით ცვალა ბედი მოდგმისა
ტკივილის ცრემლი, ქრისტესთვის ღვრილი
ცრემლადვე გვექცა სიხარულისა.

დიდება შენდა ღმერთო მაღალო.
შენდა დიდება  დედაო ღვთისა.
დიდება შენდა მხოლოდ შობილო. 
შენდა დიდება შენ სულო წმინდა.




















        ღვთისმშობლის საგალობელი

შენ გიგალობ დედაო ღვთისა.ვენახო წმინდა, მშობელო ძისა.
დამბადებელო დამბადებლისა,შენ დამტეველო დაუტევლისა.
შენ შვი უბიწომ მაცოცხლებელი: უბრალო, სათნო, სპეტაკი, წმინდა...
ჩვენთა სულთთვის მავედრებელი,მიწის ცოდვების ჯვარი ვინც ზიდა.
შენც ჯვარცმული ხარ ღვთისა მშობელო. ტკივილის ჯვარზე ჯვარცმულო დედა
ქრისტიანელთა საგალობელო, ცრემლით  ვღაღადებთ დიდება შენდა...
დიდება შენდა შენ კურთხეულო, მარად ქალწულო, შენ რძალო უსძლო.
შენ გამოიღე ნაყოფი წმინდა, რომელმაც ბნელი ნათლობით დასძლო.
რომელმან სძლია სიკვდილს სიკვდილით, აღდგომით ცვალა ბედი მოდგმისა
ტკივილის ცრემლი, ქრისტესთვის ღვრილი ცრემლადვე გვექცა სიხარულისა.
დიდება შენდა ღმერთო მაღალო. შენდა დიდება  დედაო ღვთისა.
დიდება შენდა მხოლოდ შობილო.  შენდა დიდება შენ სულო წმინდა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები