ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2014


***

ბედის ირონიას ვერსად გავექეცი
მსხვერპლად შესაწირი წმინდა ზვარაკივით,
მერე თავაშვებულ გრძნობებს გამაყოლეს
ხელებდაბანილი, ცოდვაშენდობილი.
ბედის დაწერილს და მისგან ნაკარნახევს
ფეხქვეშ გავთელავდი იცი მერამდენედ?
რიტმებდარღვეული გულის ძგერასავით
ისე ამაღელვებს შენი სიახლოვე.
თუკი იარსებებ წლების განურჩევლად,
გრძნობანაზიარებ ლექსებს მოგიძღვნიდი,
მერე სიმარტოვეს, რომ დაგიმარტოვა
ჩემით შევცვლიდი და მიგისაკუთრებდი.
შენი თვალებიდან ნამზერ პეიზაჟებს
კადრებად გავფენდი ჩვენივე ოთახში,
თითებზე ვერდათვლილ იმ ჩახუტებებად
სიცოცხლის დათმობის სურვილით მოგკლავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები