ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ნოემბერი, 2008


ფანჯრები

ჰოდა, ეს ლექსი ბანალურად უნდა დავიწყო:
მიყვარდი... თანაც რა შტერულად მიყვარდი, აუუუ!
მერე ბუნტისთავ მოგონებებს ტაბუ დავადე,
მაგრამ ამ სახლის დანახვაზე იწყებენ ხმაურს...

შენზე რა ვთქვა და... მიხარია ამ ბინის ნახვა,
როგორც ნაცნობის, ბავშვობას რომ გახსენებს თბილად
და თუ შემხვდები როცა ტკივილს გააქრობს წლები,
გამოგიტყდები, როგორ ვიწყებ მე ყოველ დილას:

მრცხვენია, მაგრამ სამსახურში მიმავალ გზაზე,
სანამ მზე ქალაქს გაათბობდეს კაცურ ტორებით,
შენს ფანჯრებისკენ, მზერას ისე ჩუმად ვაპარებ,
უცხო კართან რომ უკანონო ჩვილებს ტოვებდნენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები