ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014


დედი

დე... ახალა იცი?
ჩუმად ვიძინებ და
მგონი ვეღარასდროს ვეღარ გავიღვიძებ.

დედი ხალხი ახლა, ერთმანეთის ხორცს ჭამს,
ხოდა
ახლომახლო
სადღაც ჯოჯოხეთში,
შავი ეშმაკები ტლანქად იცინიან.

დედი, ხორცს მძიძგნიან ვიღაც ნაძირლები.

ვწევარ ჯვარცმის ქვემოთ,
როგორც თავის ქალა,
სისხლი ვეღარასდროს ვეღარ გადამარჩენს.

ფართოდ გაშოტილი,
ვწევარ სიკვდილივით,
როგორც
ბაბუს მერე,
ჩვენი ადესები,
ჩვენი ბოსტანი და ჩვენი ბუშმალის ხე.

დედი, იცი ახლა ჩუმად დავიძინებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები