ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014


მაშინ მოვკვდები. (ეძღვნება, არა.ფრთაფარფატა' არამედ პუტკუნა მუზას)

მე ხომ მაშინ მოვკვდები,
(როცა) წვიმა, წვეთიფეხება,
წკაპა-წკუპით  მოსული,
სულზე ვერ შემეხება.
როცა ღამის წყვდიადში,
ქარაშოტა ქარები,
დაფლეთილი კაბებით,
იძრწოლებენ გარეთ და...-
სული არ ამემღვრევა.
როცა ამბისტანია
სიო გამებუტება,
არ ექნება მას ჩემთან
ჭორაობის ცდუნება,
სწორედ მაშინ იქნება,
ჩემი არდაბრუნება.

როცა  ჩიტები, მიამიტები,
სივრცეგაწვდილი ტოტებიდან
აიკლებენ ვარდისფერ დილას...-
თუ  ეს  გამომრჩა,ჩათვალეთ რომ
სამუდამოდ მე უკვე მძინავს.
რა აშრიალებთ  თეთრტანა ვერხვებს,
როცა ნიავი  შეუცურებს
ტოტებში ხელებს?...- რომ არ ვიცოდე, 
დიდი ხნის უკან  დამთავრდებოდა
ჩემი სიცოცხლე.
არა, ბავშვობა რა შუაშია,
არც გულუბრყვილო  მიამიტობა,
სივრცე სავსეა...
-ჰო, სიყვარულით...-
სივრცე სავსეა...-
მე კი სიკვდილი სულ არ მინდოდა!...-
ასაკი ჩემი?...-დიახ ბატონო,
საკმაოდ დიდი...-
არც მიფიქრია მე უარყოფა,
მაგრამ სიცოცხლე,
თუნდაც სიკვდილი...
-უასაკოა!..




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები