| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 11 თებერვალი, 2014 |
ის ჩემი მეგობრის ძმა იყო, ყველაზე მეტად რომ ვმეგობრობდი , იმ გოგოს ძმა. მაშინ სიყვარული ბროწეულის ჭამა მეგონა და ღობეებზე ისე გადავეხეოდი, ერთი ცალი მწიფე და გახლეჩილი ბროწეულისათვის, მუხლები , მუხლებს ქვემოთ, ფეხებზე მეკიდა...მერე ამ გადახეული მუხლებით თამროს აივანზე შევცოცდებოდი და ბამბა და სპირტი მოიატა-თქო, ვღნაოდი. მანამ ვიღნავლებდი, ვიდრე სპირტით კარგად არ ამიწვავდნენ კანჭებს და მანამ თამროს ძმა გარეთ არ გამოვიდოდა. ---ვა, როგორა ხარ ახტაჯანო?---გამაქილიკებდა ნიკა. --- შენ რომელი ნიკა ხარ , ნიკალათქო???---გავეხუმრებოდი მეც. ---წამო, ველისაპედზე დაგსვამაო---ჩამიკრავდა თვალსა. ----მუხლები რო მაქ გადახეული თქო---დავიხედავდი შარვალზე ---წამო, წამო, შე მართლა ხულიგანკაო---ამწევდა და პირდაპირ დამსვამდა.მერე თვითონ შემომიჯდებოდა და ჰაიდა...ვუბერავდით ხან აღმა და ხან დაღმა.აქშუტუნდებოდა, დაქშუტუნდებოდა ჩემი გული, იფართხალებდა და როგორც კი გავჩერდებოდით, ისიც შეწყვეტავდა ფართხალსა... ვერ იქნა და ველოსიპედის ტარება ვერ ვისწავლე, რომ მარტო , ჩემთვისაც მექშუტუნა...ტანზე მაიკა რომ გაიბერებოდა და სინდიოფალასავით გავიფხორებოდი, ამაზე ვოცნებობდი სულ.... მე საკუთრად ველოსიპედი არ მყავდა და ტარებას რანაირად ვისწავლიდი, დედაჩემმა ერთადერთი გოგომყავს და მაგას ველოსიპედს ვერ დამატვრევინებო. მაგრამ, სადაც ვინმეს მიყენებულს დავინახავდი, მოვიპარავდი და გავაქროლებდი...თუმცა ხან ველოსიპედი იმტვრეოდა და ხან ჩემი წვივკანჭი. ჩანაღველებული მქონდა ფეხები და შარვლით ვმალავდი. ერთი ზაფხულს, ასე მესამე კლასში გადავდიოდი, თამროს აივანზე შევაბიჯე და დავაფართხუნე ფეხები. ---არის აქა ვინმე?---დავიძახე. ----შემო გოგო, შემოო--გამომძახა ნიკამ.
შევაბოტე. ნიკა მარტო იჯდა და საკუთარ თავს ჭადრაკს ეთამაშებოდა. ---ეგ რაა მეთქი? --წავიგრძელე კისერი. ---თამაშია, თუ არ იცი, მოდი, მე გასწავლიო.
ჯერ სვლები ამიხსნა და მერე თამაში...რა თამაში გამოვიდოდა, მაგრამ , თვითონ თამაშობდა და მე კიდევა, აკუნტრუშებული დავდევდი უკანა.მე სულ ძალიან მიხაროდა,ჩემი ჭკუისა რომ გახდა და მეთამაშებოდა და მანებივრებდა.მერე ზურგზე წამომიკიდა და აქეთ იქით მარბენინა...
ნიკა ჩემზე უფროსი რომ იყო ეგ არაფერი, მაგრამ ლამაზიც რომ იყო და ძლიერიც, ეგ მაბრიყვებდა და ძილის წინ სუ მაგაზე ვფიქროდი. დავწვებოდი, ხელებს თავქვე ამოვიწყობდი და ვფიქრობდი.
----დაიძინე და ჩააქრე შვილო, დაიძინე.---არ მაცდიდა დედაჩემი ნებივრობასა.
მესამე კლასამდე მინდოდა, რომ ის ჩემი ძმა ყოფილი, ძლიერი და მაგარი...
მაგის გამო მე თამროსთან სიარულს ისე მივეჩვიე, დღე არ გავიდოდა, არ გადავსულიყავ და ვითომ ხან გაკვეთილი არ მეკითხა, ხანაც დავალება...სახლში მისვლისას კი დედაჩემს დავეძგერებოდი და რატომ ძმა არა მყავს მეთქი, თმაში ვქაჩავდი. ---ღმერთმა შენს მეტი არავინ მაჩუქაო. ---მე ძმა მინდა--ავღნავლდებოდი გამწარებით. მეორე კლასამდე მდინარის ერთ მორევში ისე ვბანაობდით, სირცხვილი ფაფის ჭამა გვეგონა. მერე და მერე დავირცხვინეთ და მოშორებით გავნაწილდებოდით და იქა ვბანაობდით. მაგრამ ნიკა რომ ზურგზე წამოგვიკიდებდა მე და თამროსა და გვაყურყუმალავებდა, მაშინ არც კი მახსოვდა , რომ მარტო ტრუსიკები გვეცვა და ბიჭს უნდა მოვრიდებოდით.
ათი წლიდან უკვე მისნაირი შეყვარებული მინდოდა მყოლოდა . მხოლოდ და მხოლოდ შეყვარებული...
საღამოთი ამოვიდებდი თავქვეშ ხელებსა და დავიწყებდი ფიქრებს: ---ნეტავ თუ შეამჩნია, მე რომ დღეს ლამაზი კაბა მეცვა მეთქი--- ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხი გაუცემელი მრჩებოდა, ისე მიმეძინებოდა. რა ვიცი, ნიკას რამე სუნი ჰქონდა ეგრე მიმზიდველი თუ რა შარმი ჰქონდა, მე სულ მის გვერდით მინდოდა აწებებული ვყოფილიყავ და თვითონაც ვგრძნობდი, ჩემთან ახლოს რო უყვარდა ტრიალი.
წამოვიზარდეთ და დედაჩემმა დაიჟინა, ქალაქში უნდა ისწავლოო.აქეთ არ მოიხედო შვილო, არავინაა შენი სწორი და ღირსიო. მეც დავუჯერე და სასწავლებლად ქალაქში გადავედი.თამროს ოჯახი კი ისევ სოფელში დარჩა. ამ ამბის გაგების მერე ნიკას თამროსთვის უთქვამს: ---დაიკარგა ჩემი გიჟუნია გოგო,ეგ ჩვენ აღარ გვიკადრებსო... მე კი არ ვიცოდი ამის გაგების მერე რა მეპასუხა...
ზაფხულობით, როცა სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე, ნიკასთან ურთიერთობა მიჭირდა. ერთმანეთს გავუუცხოვდით. ისიც თითქოს განგებ მერიდებოდა. სათქმელიც არაფერი გვქონდა ერთმანეთთან , ხანდახან, როცა ჩემ ჭიშკართან ამოივლიდა, ცდილობდა რომ არ გამოეხედა ჩემსკენ და მეც ვერ ვახერხებდი მასთან გამოლაპარკებას.რამდენჯერმე ისიც შევატყე, სამუშაო ფორმაში და ძველ ტანისამოსში აშკარად ერიდებოდა ჩემი ნახვა.
ერთ დღეს კი , სალოცავში წასვლა მაიფიქრეს ჩემმა მამა-ბიძებმა და დედაჩემმა აიჩემა, შენც უნდა წახვიდე , რამდენი ხანია სალოცავზე არ ყოფილხარ შვილო, ღამისთევაზედაც დარჩიო. ბიძებმა შესაწირი საკლავი დაკლეს, დატრიალდნენ ყველა ერთად და ისეთი ქეიფი გაიმართა, კარგადაც შეზარხოშდნენ ბიძა-ბიძაშვილები. ნიკაც ჩვენ სუფრასთან იყო, მორიდებით მომიკითხა და მალევე წავიდა, ტყის პირას განმარტოებით დაჯდა. მეც ავდექი და მივაკითხე. --- რაო, ნიკა, ხომ არ გაწყინა სასმელმა? ---არა, ჩემი მზისგულაო გოგო, ცოტა დასაფიქრებლად წამოვედო---წამოწითლდა ---ჰო, ის ახტაჯანა ნამდვილად აღარ ვარ მეთქი--გამეღიმა და ჩამოვჯექი. ვგრძნობდი, სასმელი ათამამებდა . ცოტაც და თავს დაკარგავდა. მერე ჩემსკენ ახლოს მოიწია, ერთი ხელი მკლავზე მომკიდა , მეორეთი მხარზე შემეხო და თვალებში მაკოცა. დავიბენი, არ გავძალიანებივარ და მისი ცხელი , მაგრამ ლუდისსუნიანი სუნთქვა სახეზე მომელამუნა. ---ნიკა, შენ ახლა ნასვამი ხარ მეთქი---ვუთხარი . ---ნასვამი რომ არ ვიყო, ამას ვერასდროს გავბედავდი, ის დრო მენატრება, ჩემი მზისგულა გოგო, სულ ჩემთან ახლო რო მყავდაო. არ მინდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში დავენახეთ და საჩქაროდ გავშორდი იქაურობას.
მეორე დილით კი ადრე ავდექი და სახლი მალე დავტოვე. არ შემეძლო ნიკა მენახა.საფიქრალი კი ნამდვილად დიდი დამიტოვა წინა ღამემ...აუცილებლად მარტოს უნდა მეფიქრა... ბავშვობაში რამდენჯერ ნაფიქრი, ასე ახლოს და აქვე იყო და მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული, მერე რა იქნებოდა.
თვრამეტი წლის ასაკში უკვე მისნაირი ქმარი მინდოდა მყოლოდა...
( გაგრძელდება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა მშვენიერია, "ბავშვობაში რამდენჯერ ნაფიქრი" ძალიან მიმზიდველია! მომეწონა მშვენიერია, "ბავშვობაში რამდენჯერ ნაფიქრი" ძალიან მიმზიდველია!
7. ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
11 თებერვალი, 2014
ცოტა თვალის გადავლება სჭირდება. :) ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
11 თებერვალი, 2014
ცოტა თვალის გადავლება სჭირდება. :)
6. მომეწონა. ველოდები მომეწონა. ველოდები
5. რავი, ეგრე მამინდა, რომ კახური კილოთი მეამბნა ...
რავი, ეგრე მამინდა, რომ კახური კილოთი მეამბნა ...
4. მართლაც საინტერესოა. :) ოღონდ კახური კილოთი რატომ წერ ეს იმერელი ქალი, ვერ გამიგია. :)) მართლაც საინტერესოა. :) ოღონდ კახური კილოთი რატომ წერ ეს იმერელი ქალი, ვერ გამიგია. :))
3. საინტერესო ხასიათებია.გულრწფელი თხრობა.დაველოდდები გაგრძელებას. 5 საინტერესო ხასიათებია.გულრწფელი თხრობა.დაველოდდები გაგრძელებას. 5
1. ოპაააა,, საინტერესო ლავს სტორია მგონი აქ:) ველოდები გაგრძელებას ოპაააა,, საინტერესო ლავს სტორია მგონი აქ:) ველოდები გაგრძელებას
|
|
მონაცემები არ არის |
|
|