ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2014


#####


                ***
ჩემს ზამთარს როგორ
ყინვის სუნი აქვს,
ხილვები დააქვს
თვალის გუგებით
და ზარმაც ფანტელს,
ცივს და უნიათს
ხელისგულები ხაფანგს უგებენ. 


                ***
არის დღეები , როცა ჩვენი
განმარტოება,
ამ ცივ კედლებში დაიბუდებს
და დადებს კვერცხებს,
დაობლებული დედა ბოძი,
ჩვენი საუფლო,
დაფრთიანებულ, ფრთამოტეხილ
წიწილებს გვეძებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები