ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2014


ძმა

(გაგრძელება)


 
ნიკამ ისე მაკოცა, როგორც სასურველ ქალს  და არა როგორც პატარა და სასაცილო გოგონას, ბავშვად რომ თვლიდა და ათამაშებდა... ღამისთევიდან სახლში ისე წამოვედი, არავისი ნახვა არ მინდოდა და ბევრი უნდა მეფიქრა...
თუმცა, მე რამდენიც არ უნდა მეფიქრა, ნიკასგან არავითარი ინიციატივა არ მოდიოდა.მე კი ჩემი საქმისა და სწავლის პარალელურად, საათი რაა, საათიც არ გამიტარებია მასზე ფიქრის გარეშე.ძილის წინ ხომ ,რამდენიმე წუთი ყოველთვის მას ეკუთვნოდა, ბალისქვეშ ამოდებული ხელებით ოცნების ფონზე.
ხან რო გადავიდოდი ფიქრებში და გამახსენდებოდა, რას და როგორ მანებივრებდა სოფელში, გული სულ ბალღივით ფანცქვალობდა...


  მერე  თამრო გათხოვდა და მე  მის ქორწილში კარგად მოვილხინე. ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილში  , იქ, სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები მქონდა გატარებული, გემრიელად გავატარე დრო. ნიკა თვალებით შემომციცინებდა , თუმცა  ზედიზედ სამი  სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის...
ეგეც  დამთავრდა...
ამის შემდეგ თავქვეშხელებამოდებული ჩემი ფიქრი უკვე არაფერს , გარდა ფუჭი იმედისა, არ იძლეოდა.

    სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, ნიკამ ცოლი მოიყვანაო.თამრომ კიდევაც დამპატიჟა, მაგრამ მის ქორწილში არ წავსულვარ. არა,  ნაწყენი არ ვიყავი, სინამდვილეში არც კი ვიცოდი, მინდოდა თუ არა მისი ცოლი გავმხდარიყავი, ყველაფერი ისე სიზმარივით ხდებოდა, მე გაანალიზებას ვერც ვასწრებდი.  როგორც ჩანდა, მას ჩემზე სერიოზული გეგმები არ ჰქონდა, ...ცოლი მან სხვისი ჩარევით და როგორც  ხდება ხოლმე, გარიგებით, მეზობელი სოფლიდან მოიყვანა.

    ხანდახან,  დედაჩემის მოსანახულებლად როცა ჩავიდოდი, ჩვენი სოფლის გზებზე ველოსიპედით პატარა ბიჭი დაქროდა ხოლმე , ნიკას ნიკა. მე თვალს გავაყოლებდი  და სულ  ჩემი ბავშვობა გამახსნდებოდა.სინდიოფალასავით რომ დავქროდით შარა გზაზე, მე და ნიკა და გული სულ აქშუტუნებული რომ მქონდა.

        ჩემი ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდიოდა.თაყვანისმცემლები არ მაკლდა, თუმცა გული რაღაცნაირად ბოლომდე არ იხსნებოდა.
სამჯერ დავაპირე გათხოვება და სამჯერვე გადავიფიქრე...

  ერთ ზაფხულს შვებულებას დედაჩემთან ვატარებდი, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში.ნიკას ცოლი მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ იყო . მეც ავდექი და  მოვინახულე ისინი.  მანამდე ეკას გაცნობის საშუალება არ მქონია, როცა ვესტუმრე, ნიკა სიხარულით შემხვდა და  ცოლი გამაცნო:

  ლამაზი ქალი იყო ეკა, შავი თვალები და წაბლისფერი გრძელი თმა, პუტკუნა და ტანდაბალი, ეტყობოდა კარგი  მეოჯახე  იყო და  რომ ნიკაზე უზომოდ იყო შეყვარებული.ნიკა კი ცოტა შებერებული მომეჩვენა, საფეთქელთან ჭაღარა შერეოდა, ჩანდა,  რომ ცხოვრება არ ანებივრებდა და არც ულხინდა...
ყველაფერი გავიხსენეთ, ჭადრაკიც ვითამაშეთ,  ნიკას პატარა ნიკა  კისერზე წამომეკიდა და ბევრი ვიხტუნავეთ,

---სამაგიეროს მიხდის შენი შვილი მეთქი---ვხუმრობდი და ნიკასაც ვაცინებდი.
მერე მე და ეკამ გულთბილად ვილაპარაკეთ, რჩევები მივეცი, კიდევაც დავპირდი, მშობიარობის დროს შენს გვერდით
ვიქნები მეთქი.

---მადლობა მარიო---გაეხარდა მასაც.

სამი დღის შემდეგ, შუაღამე იქნებოდა, კარზე ძახილმა გამომაღვიძა.ნიკა აღელვებული და შეშინებული ჩანდა:
---მარი, მიშველე ეკაა ცუდადო.

ეკას ნააადრევი მშობიარობა დაეწყო, მე კი სასწრაფოს მოსვლამდე ყველანაირად ვცდილობდი მის დახმარებას.სასწრაფო  დახმარების მანქანაშიც და საავადმყოფოშიც გვერდიდან არ მოვცილებივარ, ნიკა ისეთი განადგურებული იყო, გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებდი.


  გოგონა დღენაკლული , თუმცა ჯანმრთელი დაიბადა. ეკას კი ატონური სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო
ოპერაციული ჩარევა დაჭირდა.მდგომარეობა გაურთულდა და სისხლის გადასხმა შედეგს არ იძლეოდა. მთელი საავადმყოფო ფეხზე დავაყენეთ, მერე თბილისიდან ბრიგადა გამოვიძახეთ და მდგომარეობა ოდნავ დარეგულირდა...
ბავშვი ინკუბატორში, დამხმარე ბრიგადამ, თბილისში გადაიყვანა, ხოლო მშობიარე ადგილზევე დარჩა.
  ნიკა თავს კედელს ახლიდა და მერე ამდენი განცდისა და ნერვიულობისაგან ფეხზე ვერ იდგა.ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი ასეთ განსაცდელში იყო და როგორ მინდოდა, ყველაფერი სასწაულის წყალობით კარგად დამთავრებულიყო, თუმცა ზოგჯერ ცხოვრება განსაცდელს ისე გვიმზადებს, წინასწარ ვერ განჭვრეტ.
რაღა მაინცადა მაინც ნიკას და რაღა მაინცადამაინც მე---ვფიქრობდი და პასუხი არ იყო არსად...

ერთმანეთის ისეთი იმედი გვქონდა, გვერდიდან არ ვცილდებოდი და ვანუგეშებდი...
---ნუ გეშინია, ნიკა, ბავშვს მე მივხედავ მეთქი---უცებ  გაუაზრებლად ვთქვი.
---შენი იმედი მაქვს , მარი, შენს მეტს ვერავის ვენდობიო--უნებურად დამაკისრა მანაც, გადამეხვია და ჩამეხუტა .

ცრემლმორეული მივდიოდი თბილისში და მზად ვიყავი,  ამ ბავშვისთვის მეცოცხლა.


დასასრული

ეკას თრომბი განუვითარდა და საავადმყოფოდან ისე გაეწერა, ფეხზე არ წამომდგარა, დღემდე.მწოლიარე მეუღლეს ნიკა
თავად უვლის.თვითონ  კი ამ ამბავმა ისე დააბერა და მოტეხა,  მხედველობაც კი  გაუუარესა.  როცა მასთან სტუმრად მივდივართ, მე და ნინუცა, ნიკას მადლიერი თვალების  შეხედვას  უდიდესი სიამოვნება მოაქვს ჩემთვის...მე კი ის მაბედნიერებს, რომ ჩემი საყვარელი ადამიანის გოგონას ვზრდი და ცივ ნიავს არ ვაკარებ.
  ნიკას ნიკა უკვე დიდი ბიჭია და ხანდახან ჭადრაკს ახლა მას ვეთამაშები, ხოლო როცა კისერზე ნინუცასაც წამოიკიდებს, ჩვენი ბავშვობა მახსენდება და გული სიხარულით  მიცემს.
ჰო, დამავიწყდა, ნინუცა სამი წლისაა და დეიდას მეძახის...
როცა ყველა ერთად მოვიყრით ხოლმე თავს, მაშინ ეკაც სიხარულს ვერ მალავს და ჩუმად ტირის ...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები