ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2014


ბრტყელი ჭეშმარიტება



– წრიდან, რომელშიც წარსული და მომავალია, მხოლოდ აწმყოდან შეგვიძლია გასვლა!
– ასე ფიქრობ?
– რათქმაუნდა ასე ვფიქრობ! უფრო სწორად, ახლა ასე ვფიქრობ..
– ახლა რატო? მანამდე სხვანაირად ფიქრობდი?
– ფიქრის ოკეანეში ჩვენ ძნელად სამართავი გემები ვართ, სადაც დროდადრო ილუზიები კაპიტნებს გიცვლიან.
– კაპიტნები შეხედულებებია?
– ხო ვინც ორიენტირს იძლევა..
– გინდა თქვა, რომ დროში კაპიტნები იღუპებიან?
– ის რაც დროში იქმნება ყველაფერი მოკვდავია.
– ეგრე, ღმერთიც დროში შეიქმნა! დროში შემოიჭრა და დაიბადა.. მაგრამ უკვდავია.
– იმიტომ, რომ იგი ადამიანში ჩაიცალა!
– გამოდის ადამიანში, რომელშიც ღმერთია უკვდავია.. ?
– ასე გამოდის!
– და რომელშიც ღმერთი არ არის?
– ვის გულისხმობ?
– ბევრს.. ნარკომანებს, ბოზებს, მკვლელებს და ა.შ.
– გუშინ სად იყავი?
– რატომ მეკითხები?
– მიპასუხე..
– ქალაქ გარეთ ვიყავი.
– დასველდი?
– ძალიან. სულ ტალახიანი მოვედი.
– ტალახიანი ტუფლები და ტანსაცმელი გადაყარე?
– არა რას ამბობ გუშინწინ ვიყიდე. გავრეცხე და ვაშრობ. და საერთოდ რა შუაშია ეგ ჩვენ საუბართან?
– არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა.. რაზე ვლაპარაკობდით?
– ადამიანზე რომელშიც ღმერთი არ არის.
– სიჩუმე!





– მოდი იცი რა ცქნათ?
– რა?
– ჰაშიში მოვწიოთ?
– გააქვს?
– შენისთანა ადამიანისთვის მაქვს!
– მაშინ მოვწიოთ.







– და ტალახიანი ტუფლები ვაფშე რა შუაში იყო ტო!?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს