ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2014


თვითმკვლელი..

სასწაულია !
დამიჯერეთ განა რამეა..
ღამე დახვრიტეს,,მზის ტყვიებმა..
დილა თენდება..
მთვარე ზღვის ფსკერზე,
ღუზასავით ეშვება ნელა..
რა გვეშველება,
ეს რომ გაიგონ,
ღმერთო,
ღმერთებმა...

მე ვერც პოეტი, ვეღარც მხატვარი
არც მენაგვე ვარ,
მაგრამ ამ დილას, საუკუნეა
ისე მოველი,
წუთისოფელი მე და ჩემს წამებს
არ გვენაღვლება ,
მინდა რომ მოვკვდე
და დაიბადოს კარგი ყოველი..

და ისევ ვეძებ ჭეშმარიტებას,
ბრმად , დაღმაფრენით,
ანუ წარსულში ვიქექები,
როგორც ბუნკერში,
და ვერ ვიხსენებ,
რა დამიფასეს, ცოტა გაფრენილს,
მახსოვს, სიკეთე გავაჩუქე
და ზღვა ნუგეში..

თუმცა, ვერასდროს მეღირსება
მერქვას თვითმკვლელი..
ვიხსენებ ნოტებს,
დედაჩემს რომ სევდას ვუმღერდი,
ისე ტანჯულმა დავიტირე
დედას თირკმელი,
ვგრძნობ, უჩემობას ვერ აიტანს,
დედის გულმკერდი..

დიახ, ვერასდროს მეღირსება
მერქვას ,,თვითმკვლელი"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები