ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2014


# # #

არ მინატრია არცერთხელ
თოკით ამ ტოტის ცდუნება.
აგერ, ეზოში დგას ეს ხე
და მას ქარიც არ უბერავს.

არ შეტოკდება, რაგინდ რომ
ზედ დაეკიდო ნაყოფად.
არ მინატრია: ავკიდო
ჩემი ამქვეყნად არყოფნა.

ის ვეღარ ისხამს გაზაფხულს,
საბუდარს არ წნავს ჩიტი ზედ,
თუმცა, ზოგჯერ მეც აღარ მსურს,
ეს უნაირო სიფხიზლე.

გავხედავ ხოლმე... ის კი კვლავ,
ტოტიდან აფრენს შავ ყორანს.
მსგავსია ჩემი ლირიკაც,
კავშირი მასთან ახლო აქვს.

მეც ხომ მტრედივით არ ვაფრენ, -
ფრთხებიან უფრო ყორნებად...
რომ ჩემს ეზოში გამხმარ ხეს,
ნაყოფად ზედ გამოებან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები