ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2014


თბილისური თებერვლის სურათები უბის წიგნაკიდან

1

თითქოს ტყემლების
თეთრი იყოს ყვავილთა ფრენა...
ნელი ფარფატით ეფინება ფიფქები მიწას.

2

როგორც მძივები,
სარეცხის თოკებს
ბეღურების გუნდი ასხმია.

3

გაშიშვლებული ხეების ტოტებს
ქარი ატოკებს.
მზეს ვეფიცხები ზამთრის ბუზივით.

4

ტროტუარს ხვეტენ,
ნაგვის ბუნკერი
ძველი თოვლების სევდით აივსო.

5

ცივა.
შარფს ვიხვევ.
ბაღში, ბავშვების გაკეთებულ თოვლის კაცუნას,
სტაფილოს ცხვირი ბეღურებმა ამოუკენკეს.
ჩავალ, შევუცვლი.

6

გამოიდარა.
ქუჩის კუთხეში
მოხუცებული გამყიდველი ყოჩივარდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს