ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2014


მონატრება..

კვლავ გამეღვიძა შფოთვებით.
ეს გრძნობა...
მექცა ქოლერად!
ჩავცალე ღვინის ბოთლები,
ვუსმენ ჩემს თავს...
და ოპერას!

წლებად გადიან წამები.
ვბერდებით მეც
და წარსულიც.
გრძნობის ჰამაკში გავებით
მე,
შენ
და გრძნობა -ზრდასრული.

დაგიჯერო რომ არ გცივა?
მანდილოსანო ..
მანდილით,
ვარდებმა ფერი დაკარგეს
ისე აცივდა ამ დილით.

გთხოვ,
კიდევ ერთხელ გათენდი!
შენი ზღვით,
მზით
და იებით,
სანამ ჩაძირა ზღვამ ღამე -
მზეს შევუშვიროთ თითები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები